ლიგა 1. XVIII ტური: "გენგამმა" პსჟ სენსაციურად დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
17 დეკემბერს საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-18 ტურის 5 შეხვედრა გაიმართა. ერთი მატჩი (კაენი-მეცი) კვირისთვის გადაიდო.

"პარი სენ-ჟერმენს" აშკარად კრიზისი აქვს, გუნდმა სტუმრად "გენგამთან" წააგო 1:2. ზედიზედ მესამე ტურია, პსჟ ვერ იგებს.

მეორე ტაუმში იანის სალიბურმა და ნილ დე პაუმ გაიტანეს სტუმართა კარში, ხოლო "გენგამის" ვარსკვლავმა, მცველმა ლუკა დუმ გოლები მასპინძელთა ფანებთან ერთად, მეგაფონით "შეიარაღებულმა" აღნიშნა. ედინსონ კავანის მე-17 გოლმა სეზონში უნაი ემერის გუნდს ვერ უშველა.

უნაი ემერი (პსჟ): "მატჩის დასაწყისში ორი კარგი მომენტი ვერ გამოვიყენეთ. მეორე გაშვებული ბურთის მერე საკუთარი
ძალების რწმენა დავკარგეთ. ახლა პსჟ-სთვის რთული დროა, მაგრამ მე ჩემი კარიერის განმავლობაში ბევრჯერ გამომივლია ასეთი დრო. ჩემპიონატი 38 ტურისგან შედგება, დარწმუნებული ვარ, გუნდი გამოასწორებს ვითარებას. ვიცი, რომ გუნდის პრეზიდენტს ჩვენი იმედი ისევ აქვს".

შაბათი. 17 დეკემბერი
გენგამი-პსჟ 2:1
გოლები: 1:0 სალიბური (66), 2:0 დე პაუ (70), 2:1 კავანი (80)

ლორიანი-სტ. ეტიენი 2:1
გოლები: 1:0 ფილიპოტო (39), 2:0 კაბო (91), 2:1 პაჟო (92)
გაძევება: მულენი (10. სტ. ეტიენი)

მონპელიე-ბორდო 4:0
გოლები: 1:0 ლანე (13), 2:0 სესენიონი (20), 3:0 მონიე (84), 4:0 სილა (93)
გაძევება: მენეზი (38. ბორდო)

ტულუზი-ნანსი 1:1
გოლები: 0:1 აიტ ბენასერი (33), 1:1 ჟულიენი (85)

რენი-ბასტია 1:2
გოლები: 0:1 კრიველი (59), 0:2 დანიჩი (63), 1:2 სიო (71)

პარასკევი. 16 დეკემბერი
ანჟერი-ნანტი 0:2

კვირა. 18 დეკემბერი
კაენი-მეცი 14:30
ნიცა-დიჟონი 18:00
მარსელი-ლილი 20:00
მონაკო-ლიონი 23:45

1. ნიცა - 40 ქულა; 2. მონაკო - 39; 3. პსჟ - 36; 4. გენგამი - 29; 5. ლიონი - 28.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული