პსჟ მწვრთნელს უშვებს - ლუი ვან გაალი უნაი ემერის ნაცვლად?

AutoSharing Option
მალე ლუი ვან გაალი შესაძლოა, ისევ საქმეში ვიხილოთ. ჰოლანდიელით "პარი სენ-ჟერმენია" დაინტერესებული.

უნაი ემერის "პარკ დე პრენსზე" საქმე კარგად ნამდვილად არ მისდის და დედაქალაქელებმა შესაძლოა, ვეტერანი სპეციალისტი მოიწვიონ. ვან გაალი კარიერის დასრულებაზე ფიქრობდა, მაგრამ ასეთი მაცდური წინადადების ხიბლს შესაძლოა, ვერ გაუძლოს და შეთავაზებას დათანხმდეს.

პარიზული კლუბის უფროსობა უნაი ემერისთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებს. მნიშვნელოვანი დაბრკოლება ამ შემთხვევაში ის საკომპენსაციო თანხაა, რომელიც პარიზული გუნდის უფროსობამ ემერის უნდა გადაუხადოს.

მართალია, ფული პრეზიდენტ ნასერ ალ-ხელაიფის და მთლიანად გუნდს არ აკლია, მაგრამ 10,5
მილიონი ევროს ქარისთვის გატანებაც ასეთი ადვილი არ გახლავთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული