"ის ამიტომაც არის ჩვენთან" - იულიან დრაქსლერის გოლიანი დებიუტი

AutoSharing Option
AUTO PLAY
"პარი სენ-ჟერმენმა" 2017 წლის პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა და საფრანგეთის თასის 1/32-ფინალში "ბასტია" გაანადგურა. დედაქალაქელებმა კორსიკელებს 7 უპასუხო გოლი გაუტანეს.

თანაც, უნაი ემერიმ ედინსონ კავანი და მარკო ვერატი დაასვენა, ხოლო ანხელ დი მარია და კლუბის ახალწვეული იულიან დრაქსლერი შეცვლაზე შეიყვანა. გარდა ამისა, აღსანიშნავია 19 წლის კრისტოფერ ნკუნკუსა და ფორმაში შესული ატემ ბენ არფას კარგი თამაში.

რა თქმა უნდა, დრაქსლერი ყურადღების ცენტრში გახლდათ და გერმანელმაც დებიუტი გოლით აღნიშნა. 23 წლის შემტევი მინდორზე 58-ე წუთზე შევიდა და გუნდის ბოლო, მე-7 გოლი გაიტანა.

"ახალი წელი მშვენივრდ დავიწყეთ, ისევე, როგორც წინა დავამთავრეთ. ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, თუ როგორ ვთამაშობთ საშინაო შეხვედრებში, ახლა კი სტუმრად თამაშიც უნდა გავაუმჯობესოთ. ბენ არფას კარგი თამაში მახარებს, იგი ძალიან ბევრს მუშაობდა და ორი საგოლე პასიც მიითვალა. ეს პოზიტიური და სასიამოვნოა. როდესაც ბენ არფას შეტევაში მეტი თავისუფლება აქვს, თავს განსაკუთრებით კარგად გრძნობს. რაც შეეხება დრაქსლერს, იგი ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია და იმიტომაც არის ჩვენთან ერთად, ძალიან გვახარებს, რომ იულიანი დაგვემატა და კარგი დებიუტი გამოუვიდა", - განაცხადა ემერიმ.

შეგახსენებთ, რომ ლიგა 1-ის მატჩამდე უნაი ემერის გუნდმა ახალი წლის პირველი მატჩი ტუნისურ "კლაბ აფრიკეინთან" გამართა და დრაქსლერმა ამ ამხანაგურ მატჩშიც მიიღო მონაწილეობა. იმავე თამაშში, რომელიც პარიზელებმა 3:0 მოიგეს, ჯოვანი ლო სელსოს დებიუტი შედგა.

20 წლის არგენტინელი პსჟ-ში "როსარიო სენტრალიდან" გადავიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული