დიდა "გრემიოში" ითამაშებს

AutoSharing Option
ბრაზილიის ჩემპიონატის ბრინჯაოსპრიზიორმა "გრემიომ" 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონ დიდას ერთწლიანი კონტრაქტი გაუფორმა.

39 წლის მეკარე პორტუ ალეგრიში ზიდანის და რონალდოს მეგობრების საქველმოქმედო მატჩისთვის ჩავიდა. დიდას აყვანა "გრემიოს" თავკაცმა ვანდერლი ლუშემბურგომ მოითხოვა, რადგან გამოცდილი სპეციალისტის აზრით, კლუბი, რომელსაც ლიბერტადორესის თასზე წარმატების მიღწევა სურს, მხოლოდ ერთი გამოცდილი კიპერის (მარსელო გროე) ამარა არ უნდა იყოს.

ბრაზილიელი ჟურნალისტების ცნობით, თავიდან კლუბის ხელმძღვანელები დიდას მოთხოვნებით შოკირებულნი დარჩნენ, მაგრამ ბოლოს მეკარემ უკან დაიხია
და ერთწლიან კონტრაქტს ხელი მოაწერა.

"ძალიან ბედნიერი ვარ. შვიდი თვეა, რაც ფეხბურთს დავუბრუნდი და ნამდვილად არ მეგონა, თუ ასეთი შესაძლებლობა კიდევ მომეცემოდა. მართალია, 39 წლის ვარ, მაგრამ თამაშის უდიდესი სურვილი მაქვს და კარიერის დასრულებაზე ჯერ არ ვფიქრობ.

ახალი სეზონის დაწყებას და ლიბერტადორესის თასზე თამაშს მოუთმენლად ველი. ვფიქრობ, ჩემი გამოცდილების ხარჯზე, გუნდისთვის დიდი სარგებლის მოტანა შემიძლია"
- განაცხადა დიდამ პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, რომ დიდამ საფეხბურთო კარიერის უდიდესი ნაწილი (10 წელი) "მილანში" გაატარა, რომელიც 2010 წელს დატოვა და კარიერაც დაასრულა, მაგრამ წელს "პორტუგეზას" წინადადებას დათანხმდა და საფეხბურთო მოედანს დაუბრუნდა. 39 წლის მეკარემ ბრაზილიის აწ დასრულებულ ჩემპიონატში 32 თამაში ჩაატარა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული