ლიონელ მესის ოთხი "ოქროს ბურთი" არ აკმაყოფილებს

AutoSharing Option
"ოქროს ბურთის" ოთხგზის მფლობელი ლიონელ მესი აცხადებს, რომ უარს არ იტყოდა ამ საპატიო ჯილდოს კიდევ ერთხელ დასაკუთრებაზე.

"იმედი მაქვს, კიდევ დავიმსახურებ "ოქროს ბურთს", მაგრამ ახლა ნება მომეცით, მომენტით დავტკბე. ამ საკითხს კი, მოდით, რამდენიმე თვის შემდეგ მივუბრუნდეთ.

განვითარებისკენ გამუდმებით ვისწრაფვი, რაც იოლი ნამდვილად არაა. არ ვარ დამრწმუნებული, რომ წლის განმავლობაში 91 გოლს კიდევ გავიტან",
- აქვეყნებს არგენტინელის ნათქვამს goal.com.

ლიონელის აღიარებით, თითოეული "ოქროს ბურთის" მიღება, ემოციური თვალსაზრისით, მისთვის განსხვავებული იყო, თუმცა ბედნიერი ყველა მათგანმა გახადა.

"პირველი "ოქროს ბურთი", რომელიც პარიზში
მოვიპოვე, უნიკალური იყო. რაც შეეხება მეორეს, სულ არ მოველოდი მის დაუფლებას. მესამემ საშუალება მომცა პლატინისა და კრუიფს გავთანაბრებოდი, რაც ჩემთვის უდიდესი პატივია",
- თქვა თავდამსხმელმა.

მესი თავის კარიერაში ყველაზე დასამახსოვრებელ ამბად 2009 წელს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში "მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩს ასახელებს, რომელშიც "ბარსელონამ" 2:0 გაიმარაჯვა. ლიონელმა მაშინ მეორე გოლი გაიტანა.

"როდესაც თვალებს ვხუჭავ და კარიერის ცალკეულ ეპიზოდებს ვიხსენებ, პირველი, რაც გონებაში იხატება, ეს 2009 წლის რომი,
ჩემპიონთა ლიგის ფინალი, გამარჯვება, ჩემი გოლი და გუნდის ტრიუმფია.

რა თქმა უნდა, სხვა მიღწევებიც მახსოვს, მაგრამ ყველაზე მეტად იმ წუთების გახსენება მიყვარს",
- აღნიშნა არგენტინელმა.

ასევე იხილეთ:
ლიონელ მესი: მადრიდის "რეალის" ჩამოწერა ნაადრევია
8 წლის წინათ ლეო მესი "პსვ ეინდჰოვენში" გადადიოდა
ლიონელ მესი: უბრალოდ, ჩემი საქმით ვტკბები
ანდრეს ინიესტა: ლიონელ მესი მეხუთე "ოქროს ბურთსაც" მოიგებს
ლიონელ მესის ოქროს პოკერი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული