გადმოტანილი სამი შეხვედრიდან ორი საკმაოდ დიდ ინტერესს იწვევდა - სეზონის ძალიან ცუდად დამწყები "სანტოსი" და "ატლეტიკო მინეირო" ერთმანეთს "ვილა ბელმიროზე" დაუპირისპირდნენ, "გრემიომ" კი "სან პაულოს" უმასპინძლა.
"სანტოსს" პირველ 4 თამაშში მოგება არ ჰქონდა და ამ შეხვედრაშიც რამდენიმე ლიდერი (მონტილიო, ფელიპე ანდერსონი, პატიტო როდრიგესი) აკლდა. დანაკლისი ჰქონდა "ატლეტიკოსაც": ბრაზილიის ნაკრებში გამოძახების გამო, კლუბს
"სანტოსის" გარდა, ერთადერთი გუნდი, ვისაც გამარჯვების გემო არ გაეგო, "პორტუგეზა" გახლდათ, თუმცა ამ დღეს ლიგის დებიუტანტმაც იხეირა, თანაც "პორტუგეზამ" ეს თანაშტატელთან და ბრაზილიის მოქმედ ჩემპიონთან, "ფლუმინენსესთან" გააკეთა. გამარჯვების მომტანი გოლი პირეოსის "ოლიმპიაკოსიდან" სამშობლოში დაბრუნებულმა დიოგომ გაიტანა, ვისთვის ეს ბურთი მიმდინარე "ბრაზილეირაოში" პირველი იყო.
ძალიან საინტერესო მატჩი შედგა პორტუ ალეგრიში, სადაც წინა ტურში დამარცხებულმა "გრემიომ" (0:2 "ატლეტიკო მინეიროსთან") "სან პაულოს" უმასპინძლა, რომელიც წინა ტურში ასევე დამარცხდა (შინ, "გოისთან"). შეხვედრა ძალიან დაძაბული და დრამატული გამოდგა. სტუმრები 42-ე წუთზე ლუიშ ფაბიანოს გოლით დაწინაურდნენ, მაგრამ მატჩის დამთავრებამდე 3 წუთით ადრე კლებერმა მიმდინარე ჩემპიონატში პირველი გოლი გაიტანა და საკუთარ გუნდს ქულა მოუპოვა.
"გრემიო" და "სან პაულო" 8-8 ქულით მე-6-7 ადგილებზე არიან, ლიდერი კი "კორიტიბაა", რომელსაც თითო ქულით "ვიტორია" და "ბოტაფოგო" ჩამორჩებიან.
სანტოსი-ატლ. მინეირო 1:0
გოლი: 1:0 სისერო (4)
გაძევება: მარკოს როჩა (89. ატლეტიკო მინეირო)
პორტუგეზა-ფლუმინენსე 2:1
გოლები: 1:0 სოუზა (23), 1:1 რაფაელ სობისი (37), 2:1 დიოგო (83)
გრემიო-სან პაულო 1:1
გოლები: 0:1 ლუიშ ფაბიანო (42), 1:1 კლებერი (87)
სატურნირო მდგომარეობა
ბომბარდირები: 4 - ედერსონი (ატლეტიკო პარანაენსე), ბიანკუჩი (ვიტორია), ფერნანდაო (ბაია); 3 - დეივიდი (კორიტიბა), ვილიამი (პონტე პრეტა), ლუიშ ფაბიანო (სან პაულო), რაფაელ სობისი (ფლუმინენსე)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ბრაზილია. სერია A. V ტური: რონალდინიომ ყოფილი გუნდი დაამწუხრა