ნეიმარი: არ მაღელვებს სხვისი ენის ტლიკინი

AutoSharing Option
"ბარსელონასა" და ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელმა ნეიმარმა დიეგო ლუგანოს კრიტიკაზე კომენტარი გააკეთა, რომელმაც ბრაზილიელი სიმულანტობაში დაადანაშაულა.

დიეგო ლუგანო: ნეიმარი სიმულანტია

"ყველას, ვისაც პირი აქვს, შეუძლია ბევრი ილაპარაკოს. მათი სიტყვები ჩემზე არ მოქმედებს. მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რომ თანაგუნდელებმა და ჩემმა გუნდმა გაიმარჯვოს", - თქვა ნეიმარმა.

ნეიმარი ასევე მისმა თანაგუნდელმა ფრედმა დაიცვა.

"ურუგვაელები ბევრს ლაპარაკობდნენ მატჩის დაწყებამდე, ზოგი კი ნეიმარს აკრიტიკებდა. ჩვენ ისინი მოედანზე დავამარცხეთ და პასუხი ამით გავეცით.

კრიტიკას საფეხბურთო მოედანზე ვპასუხობ. პუბლიკამ ურუგვაისთან შეხვედრაში მხარი დამიჭირა, ეს უმაგრესი იყო",
- განაცხადა
ფრედმა.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ეროვნულმა გუნდმა კონფედერაციათა თასის ნახევარფინალში ურუგვაის ნაკრები ანგარიშით 2:1 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ესპანეთსა და იტალიას შორის გამარჯვებულს შეხვდება.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
ბრაზილია-ურუგვაი 2:1 - უფრო ძლიერი ფინალშია [VIDEO]

პანეთი VS იტალია - ევროფინალის რემატჩი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული