ესენი არიან: "პორტუ", დორტმუნდის "ბორუსია" და "ტოტენჰემი", თუმცა, როგორც ამბობენ, ლონდონელებს, "კორინთიანსიდან" პაულინიოს შეძენის შემდეგ, 20 წლის ფეხბურთელის მიმართ ინტერესი გაუნელდათ. სამაგიეროდ, საკუთარ რიგებში მისი ხილვა სერიოზულად სურთ "პორტუს" და "ბორუსიას", მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელმა უკვე იყიდა ჰენრიხ მხითარიანი და პიერ-ემერიკ ობამეიანი.
თავად ბერნარდმა განაცხადა, რომ მას ევროპაში წასვლა სურს, თუმცა ლიბერტადორესის თასის დასრულებამდე ტრანსფერზე საუბარს არ აპირებს. შეგახსენებთ,
20 წლის ფეხბურთელმა, რომელიც "ატლეტიკო მინეიროს" რიგებში 2011 წელს, 18 წლის ასაკში გამოჩნდა, ფართო საზოგადოების ყურადღება შარშან მიიპყრო, როდესაც რონალდინიოს, ჟოს და სხვა არაერთი გამოცდილი ფეხბურთელის გვერდით არათუ დაიკარგა, არამედ გუნდის ერთ-ერთი ლიდერად მოგვევლინა. ბრაზილიის შარშანდელ ჩემპიონატში ბერნარდმა 11 გოლი გაიტანა, წლევანდელ ლიბერტადორესის თასზე კი მის ანგარიშზე 3 ბურთია.
ახალგაზრდა მოთამაშემ თავი ნაკრებშიც გამოიჩინა და კონფედერაციათა თასზე, მიუხედავად მცირე სათამაშო დროისა, საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ლიბერტადორესის თასი. 1/2-ფინალი. I მატჩი: ნაადრევი ფინალი