მატჩის ერთადერთი გოლი 75-ე წუთზე გავიდა. ომარ პერესის მიერ შესრულებული სტანდარტულის შემდეგ სტუმართა მეკარე მარტინ სილვამ ბურთი ძელისკენ მოიგერია, საიდანაც ასხლეტილს პირველმა ვილდერ მედინამ მიუსწრო და ანგარიში გახსნა. მედინას დარტყმა ერმინიო მირანდას მოხვდა და ბურთმა კარის ხაზი ხარიხის გავლით გადაკვეთა. მართალია, სილვამ რეაგირება მოასწრო, მაგრამ თანამსაჯმა ყველაფერი დაინახა და გოლი ჩათვალა - 1:0.
როგორც აღვნიშნეთ, მასპინძლები თამაშს აკონტროლებდნენ, მომენტებსაც ქმნიდნენ, მაგრამ "სანტა ფემ" ერთზე მეტი გოლის გატანა ვერ მოახერხა. საბოლოოდ, 1:0 და ფინალში "ოლიმპია" გავიდა. პარაგვაის 39-გზის ჩემპიონი ლიბერტადორესის თასის 3-გზის გამარჯვებულია (1979, 1990, 2002) და ახლა მას აქვს შანსი, მოგებული ტიტულების მიხედვით "ესტუდიანტესს" გაუთანაბრდეს.
უფრო მეტჯერ ეს ტურნირი "პენიაროლს" (5), "ბოკა ხუნიორსს" (6) და უკვე არგენტინის მეორე დივიზიონის ბინადარ "ინდეპენდიენტეს" (7) აქვთ მოგებული.
ფინალში "ოლიმპიას" მეტოქე "ნიუელს ოლდ ბოისის" და "ატლეტიკო მინეიროს" წყვილში უნდა გარკვეულიყო. შეგახსენებთ, რომ პირველ შეხვედრაში, რომელიც არგენტინაში გაიმართა, მასპინძლებმა 2:0 იმარჯვეს. ნაადრევ ფინალად მონათლული ამ დაპირისპირების საპასუხო შეხვედრაზე 12 ივლისის "ლელოში" ვისაუბრებთ.
ლიბერტადორესის თასი. 1/2-ფინალი
სანტა ფე-ოლიმპია 1:0 (0:2)
გოლი: 1:0 მედინა (76)
სანტა ფე (4-3-1-2): კ. ვარგასი - უ. აკოსტა, კ. ვალდესი, მესა, ხ. როა (86. ხ. სენტურიონი) - მოლინა (7. მარტინეს ბორხა), ანჩიკო, დ. ტორესი - ო. პერესი - მედინა, კუერო (61. ლალინდე)
ოლიმპია (3-5-2): მ. სილვა - მანსური, ე. მირანდა, კანდია - ა. სილვა, პიტონი, ე. არანდა, მ. ხიმენესი (46. მასაკოტე), ნ. ბენიტესი - ბარეირო, პრონო (46. კასტორინო, 74. პარედესი)
გაფრთხილება: კუერო, მედინა - ნ. ბენიტესი, კასტორინო
მაყურებელი: 35 000
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ლიბერტადორესის თასი. 1/2-ფინალი. I მატჩი: "ოლიმპია" თითქმის ფინალშია