არგენტინა. ტორნეო ინისიალი. I ტური: ბევრი პენალტი და ბევრი წითელი

AutoSharing Option
* ფეხბურთს ხუან სებასტიან ვერონი დაუბრუნდა
* დიეგო სიმეონეს ვაჟის პროფესიული დებიუტი
* ბოკას დაწუნებულმა ფეხბურთელმა ბენეფისი მოიწყო
* ბოკას თამაში გადაიდო


არგენტინის ახალი ჩემპიონატის პირველი ტური ძალიან საინტერსო გამოდგა. საშუასეზონო პერიოდში კლუბებში უამრავი ცვლილება მოხდა და ზოგიერთმა ახალწვეულმა თავი პირველივე შეხვედრაში გამოიჩინა...

დუბლები
სამმა გამორჩეულმა ფორვარდმა, ვინც ტორნეო ინისიალის დაწყების წინ კლუბები გამოიცვალა, ორ-ორი გოლი გაიტანა.

"სან ლორენსომ" ბაია ბლანკას "ოლიმპოს" უმასპინძლა და მარტინ კაუტერუჩიოს დუბლის წყალობით მოუგო - ურუგვაელ ფორვარდს ბოლო 11 შეხვედრაში უკვე 8 გოლი დაუგროვდა. ხუან
ანტონიო პიცის გუნდი ჩემპიონატის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად ითვლება და ბევრი ელოდა, რომ პირველ ტურში "სან ლორენსო" დიდი ანგარიშით მოიგებდა, თუმცა რომის პაპის საყვარელი გუნდის წარმომადგენლებმა "ოლიმპოს" 3 ქულა მხოლოდ ბოლო წუთებზე გამოგლიჯეს. "სან ლორენსოს" წაუგებელი სერია უკვე 11 მატჩია გრძელდება (7 მოგება და 4 ფრე).

ორი გოლი გაიტანა კიდევ ერთმა ურუგვაელმა სანტიაგო სილვამ. "ბოკა ხუნიორსიდან" გაშვებულმა თავდამსხმელმა "ლანუსში" შესანიშნავი დებიუტი მოიწყო. ანგარიში სილვამ 44-ე წუთზე გახსნა, 61-ეზე კი მეორე ბურთიც შეაგდო. გილერმო ბაროს შელოტოს გუნდის შემადგენლობაში ითამაშა კიდევ ერთმა ყოფილმა "ბოკელმა" ლაუტარო აკოსტამ, თუმცა მას თავი არ გამოუჩენია.
"როსარიომ" პრიმერაში დაბრუნება სამი ქულის აღებით აღნიშნა. "კილმესთან" გამართულ შეხვედრაში დუბლი კარლოს ლუნამ შეასრულა - "რივერის" ყოფილმა ფორვარდმა გოლები 43-ე და 81-ე წუთებზე გაიტანა.

ერთმა ჩემპიონმა მოიგო, მეორეს ჯერ არ უთამაშია
წინა ტორნეო ინისიალის გამარჯვებულმა და სეზონის ჩემპიონმა "ველეს სარსფილდმა" პირველ ტურში ასევე საკუთარი ფეხბურთელის დუბლის წყალობით იმარჯვა, თუმცა რიკარდო გარეკას გუნდს ყველაზე მეტად გაუჭირდა. სერხიო არაუხოთი და ხოსე სანდით გაძლიერებულმა "ტიგრემ" 94-ე წუთზე გაშვებული ბურთის გამო წააგო.

ანგარიში ლუკას პრატომ 54-ე წუთზე გახსნა, თუმცა მასპინძლებმა საკმაოდ მალე, 8 წუთში გაათანაბრეს - გასტონ ანხელ დიასმა 11-მეტრიანით იხეირა. თითქოს მატჩი ასეც უნდა დასრულებულიყო, მაგრამ არბიტრის მიერ დამატებულ მე-4 წუთზე პენალტი უკვე მასპინძლების კარში დანიშნა, რომელიც იმავე პრატომ გამოიყენა - 1:2.
მეორე ჩემპიონის, ტორნეო ფინალის გამარჯვებულის, "ნიუელს ოლდ ბოისის" და "ბოკა ხუნიორსის" მატჩი 14 აგვისტოსთვის გადაიდო.

დებიუტი და დაბრუნება
პრიმერაში დებიუტი ჰქონდა ჯოვანი სიმეონეს - დიეგო სიმეონეს შვილმა 90 წუთი ითამაშა, თუმცა თავი ვერ გამოიჩინა, მისმა "რივერ პლეიტმა" კი ლა პლატის "ხიმნასიასთან" წააგო. გადამწყვეტი ბურთი აქაც 11-მეტრიანით გავიდა - ლუკას ლიხტმა პრიმერაში 2-წლიანი პაუზის მერე გაიტანა და დებიუტანტს 3-ქულიანი სტარტი ააღებინა.

დიდ ფეხბურთში დაბრუნდა დიეგო სიმეონეს ყოფილი თანაგუნდელი ხუან სებასტიან ვერონი. "ბრუხიტამ" 90 წუთი ითამაშა, მისმა "ესტუდიანტესმა" კი "არსენალს" ვერ მოუგო. გაგიკვირდებათ და გადამწყვეტი გოლი აქაც პენალტით და თანაც ბოლო წუთებზე გავიდა. "არსენალი" მე-17 წუთიდან მოყოლებული კაცნაკლული იყო - "ტიგრედან" გადასულმა მარიანო ეჩევერიამ დასამახსოვრებელი დებიუტი მოიწყო და პირველივე შეხვედრაში წითელი ბარათი დაიმსახურა.

სტუმრები დუვან საპატამ დააწინაურა, შემდეგ კი ფეხბურთელი "სტუდენტებსაც" გაუძევეს და მინდორზე მოთამაშეთა რაოდენობა გათანაბრდა. გადამწყვეტი კი ბოლო წუთები აღმოჩნდა, როდესაც ჯერ ლეონარდო ხარამ მიიღო წითელი, 11-მეტრიანი კი ხულიო ფურჩმა გამოიყენა და სარანდელებს ქულა მოუტანა.

ტორნეო ინისიალი. I ტური

არსენალი-ესტუდიანტესი 1:1
გოლები: 0:1 დ საპატა (32), 1:1 ფურჩი (90-პენ)
გაძევება: ეჩევერია (17. არსენალი), ხ. სილვა (40. ესტუდიანტესი), ლ. ხარა (90. ესტუდიანტესი)

ოლ ბოისი-ატლ. რაფაელა 1:1
გოლები: 1:0 მატოსი (31), 1:1 დ. ვერა (88)

ტიგრე-ველესი 1:2
გოლები: 0:1 პრატო (54), 1:1 გ. დიასი (62-პენ), 1:2 პრატო (90-პენ)
გაძევება: პერეს გარსია (90. ტიგრე)

კოლონი-რასინგი 1:1
გოლები: 0:1 ბ. სუკულინი (3), 1:1 მანსილია (25)
გაძევება: პრედიგერი (71. კოლონი)

სან ლორენსო-ოლიმპო 2:1
გოლები: 1:0 კაუტერუჩიო (16), 1:1 ნაუელ ბენიტესი (26), 2:1 კაუტერუჩიო (89)

ლანუსი-ბელგრანო 3:0
გოლები: 1:0 ს. სილვა (44), 2:0 ს. სილვა (61), 3:0 ისკიერდოსი (72)

ხიმნასია-რივერი 1:0
გოლი: 1:0 ლიხტი (75-პენ)

როსარიო-კილმესი 2:0
გოლები: 1:0 კ. ლუნა (43), 2:0 კ. ლუნა (81)

ბოკა-ნიუელსი 14 აგვისტო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
არგენტინა. ტურნეო ინისიალი. I ტური: გრანდთა მარცხიანი სტარტი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული