არგენტინაში ერიკ ლამელას უმცროსი ძმა გაიტაცეს

AutoSharing Option
"ტოტენჰემის" ახალწვეულის, ერიკ ლამელას უმცროსი ძმა აქსელი (18 წლის) ბუენოს აირესში გამოსასყიდის მიღების მიზნით გაიტაცეს.

ის რამდენიმე საათი ჰყავდათ დატყვევებული და მხოლოდ მას მერე გაათავისუფლეს, რაც გამოსასყიდი თანხა - 5 ათასი პესო (დაახლოებით 500 ფუნტი სტერლინგი) მიიღეს.

პოლიციის ინფორმაციით, გამტაცებლებმა არ იცოდნენ, რომ აქსელი ერიკის ძმა იყო, მათი ყურადღება მდიდრულმა BMW-მ მიიპყრო.

გამტაცებლები ოჯახს აქსელის მობილურით დაუკავშირდნენ და მაშინვე გაათავისუფლეს, რაც ოჯახმა მოთხოვნილი თანხა გადაიხადა.

აი, რა თქვა ერიკის კიდევ ერთმა ძმ
ამ - ბრაიანმა: "მათ ფული მოითხოვეს. მთავარი პირობა იყო, ამ საქმეში პოლიცია არ უნდა ჩაგვერთო. ისინი პირდაპირ ჩვენ სახლთან მოვიდნენ ფულის ასაღებად. ისინი არც სახეებს იფარავდნენ, კამერებმა მათი სახეები დააფიქსირა. აქსელი მშვიდადაა. ჩემი აზრით, გამტაცებლები მისმა მანქანამ მოხიბლა."

ამგვარი ინციდენტები, სამწუხაროდ, ძალზე ხშირია სამხრეთ ამერიკაში. ცნობილ ფეხბურთელებს ხშირად სტაცებენ ოჯახის წევრებს გამოსასყიდის მიღების მიზნით.

ერიკ ლამელამ "ნორვიჩთან" 2:0 მოგებულ მატჩში ბოლო წუთები ითამაშა.

ასევე იხილეთ:
ლონდონის "ტოტენჰემს" ერიკ ლამელას შეძენა სურს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული