დიეგო მარადონა: სერხიო აგუერო მშიშარაა

AutoSharing Option
30 ოქტომბერს დიეგო არმანდო მარადონა 53 წლის გახდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდას ერთ-ერთი რადიო დაუკავშირდა, რომლის ეთერშიც დიეგომ სხვადასხვა თემაზე ილაპარაკა.

აგუეროს შესახებ: "მან უთხრა ჯანინას, რომ არავისი ეშინია. როდესაც ადვოკატებთან შეხვედრა ექნებათ, მე აუცილებლად წავალ და ვნახავ, მეტყვის თუ არა იგივეს, რაც ჯანინას უთხრა. ის მშიშარაა, რადგან მან იცოდა, რომ იმ დროს დუბაიში ვიყავი".

შეგახსენებთ, რომ
აგუერო და მარადონას შვილი ჯანინა დაქორწინებულნი იყვნენ, მაგრამ იანვარში ერთმანეთს დაშორდნენ, ამჟამად კი მათი განქორწინების ოფიციალური გაფორმების პროცესი მიმდინარეობს.

"1986 წელს
ჩვენ გვყავდა გუნდი, მაგრამ არ გვყავდა მწვრთნელი. მიუხედავად ამისა, ჩვენ ჩემპიონები გავხდით,"
- ამ განცხადებით კი დიეგომ კბილი კარლოს ბილადროს გაჰკრა, რომელთანაც ბოლო წლებში ურთიერთობა ძალიან დაეძაბა.

ბოლოს კი დიეგომ თავისი საყვარელი კლუბის, "ბოკა ხუნიორსის" ვარდისფერ მაისურზეც ისაუბრა: "ეს ვარდისფერი მაისური გულს მირევს. დაანებეთ ვარდისფერ პანტერას თავი. კარგია, რომ გუნდი ამ ფორმას არ იყენებს, რადგან ის "ბოკას" არ შეეფერება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კვირის ფრაზები: მარადონას ფავორიტი ბრაზილიაა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული