რობინიო ბრაზილიის ნაკრებში დაბრუნდა

AutoSharing Option
ლუიშ ფელიპე სკოლარიმ ყველა გააოცა და ბრაზილიის ნაკრებში რობინიო გამოიძახა, რომელმაც "სელესაოში" ბოლოს 2011 წელს ითამაშა. "მილანის" შემტევმა წელს ჩატარებულ 11 შეხვედრაში მხოლოდ 3 გოლი გაიტანა, მაგრამ "ფელიპაომ" მას მაინც უხმო.

ასევე, აღსანიშნავია მარკინიოსის გამოძახება, რაზეც "ლელო" ადრეც წერდა. პსჟ-ის მცველი ნაკრებში პირველ შეხვედრას ჩაატარებს. გამოძახებულია ვილიანიც, რომელიც ცუდ ფორმაში მყოფ ლუკას მოურას შეცვლის.

სკოლარიმ ნაკრებში აღარ დაუძახა დიეგო კავალიერის, ჟეფერსონს, დედეს, ენრიკეს და ალეშანდრე პატოს, ფრედი კი კვლავ ტრავმირებულია.

16 ნოემბერს ბრაზილიის ნაკრები მაიამიში ჰონდურასს შეხვდება, სამ დღეში კი
ტორონტოში ჩილეს დაუპირისპირებდა.

სრული შემადგენლობა კი ასეთია:
მეკარეები: ჟულიო სეზარი (ქუინზ პარკი), ვიქტორი (ატლეტიკო მინეირო)

მცველები: დანი ალვეში (ბარსელონა), მაიკონი (რომა), ტიაგო სილვა (პსჟ), დავიდ ლუისი (ჩელსი), მარსელო (რეალი), დანტე (ბაიენი), მაქსველი (პსჟ), მარკინიოსი (პსჟ)

ნახევარმცველები: რამირესი (ჩელსი), ოსკარი (ჩელსი), პაულინიო (ტოტენჰემი), ერნანესი (ლაციო), ლუკას ლეივა (ლივერპული), ლუის გუსტავო (ვოლფსბურგი), ბერნარდი (შახტარი), ვილიანი (ჩელსი)

თავდამსხმელები: რობინიო (მილანი), ნეიმარი (ბარსელონა), ჰალკი (ზენიტი), ჟო (ატლეტიკო მინეირო)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სკოლარიმ დიეგო კოშტა გალანძღა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული