შეხვედრა "ნასიონალმა", ივან ალონსოს მიერ ზუსტად შესრულებული 11-მეტრიანის წყალობით, 1:0 მოიგო. სიტუაცია სწორედ პენალტის შემდეგ, რამდენი წუთში დაიძაბა - საჯარიმოსთან ბურთისთვის ბრძოლისას, "პენიაროლის" ფორვარდმა კარლოს ნუნიესმა "ნასიონალის" ვეტერან მცველ ანდრეს სკოტის გაშლილი ფეხი ჩაარტყა.
ნუნიესის ამ უხეშობას ფეხბურთელებს შორის გაწევ-გამოწევა მოჰყვა, მაგრამ თითქოს, ყველაფერი მშვიდობიანად უნდა დასრულებულიყო, რომ არა ფაბიან ესტოიანოფი -"პენიაროლის" ფორვარდმა პაბლო ალვარესს,
თამაში რამდენიმე წუთის განმავლობაში შეწყვეტილი იყო, ხოლო, როდესაც ფეხბურთელები დამშვიდდნენ, არბიტრმა, კაპიტნებთან კონსულტაციის შემდეგ, თითო გუნდიდან ორ-ორი ფეხბურთელი გააძევა -"პენიაროლიდან" ესტოიანოფი და ნუნიესი, "ნასიონალიდან" კი სანტიაგო გარსია და იგნასიო გონსალესი.
თამაშის დასრულების შემდეგ ფეხბურთელებმა იქვე, საჯაროდ ბოდიში მოიხადეს, მაგრამ ინციდენტის მონაწილეები ასე იოლად ვერ გამოძვრნენ: მონტევიდეოს პოლიციამ ცხრა მათგანი დააკავა. ესენი არიან: სანტიაგო გარსია, ლეონარდო ბურიანი, იგნასიო გონსალესი, დარვინ ტორესი, დიეგო არისმენდი (ყველა "ნასიონალი"), ფაბიან ესტოიანოფი, კარლოს ნუნიესი, ხორხე როდრიგესი და ხონათან სანდოვალი (ოთხივე "პენიაროლი").
მათთან ერთად, განყოფილებაში მოხვდა პაბლო ალვარესიც, რომელიც ინციდენტის ერთადერთი დაზარალებულია.
დაკავებულებმა ღამე საკანში გაატარეს, რის შემდეგაც ისინი სასამართლო პროცესის გამართვამდე გაათავისუფლეს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამ გუნდების დაპირისპირებას მსგავსი შედეგი მოჰყვა - 2000 წელს ორივე კლუბის მოთამაშეებმა ციხეში რამდენიმე დღე დაჰყვეს, ამჯერად კი ფეხბურთელებს 3 თვიდან 2 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
იხილეთ ვიდეო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"