ბრაზილია. სერია A. XXXVII ტური: ინტრიგა ფსკერზეა, "ბოტაფოგო" გავარდა

AutoSharing Option
ბრაზილიის ორგზის ჩემპიონი "ბოტაფოგო" სერია A-ს დაემშვიდობა. ეს გამორჩეული გუნდი "სანტოსმა" გაწირა, კერძოდ კი, ლეონარდო დამიაომ, რომელმაც დუბლი გაახერხა. თუმცა ყველაფერს მარტო სანტოსელებს ნუ დავაბრალებთ, რადგან "ფოგო" უკვე საკმაო ხნის წინ ჩანდა განწირული.

ცოტა გვიან გამოიღვიძა "კრისიუმამაც", რომლის რიგებშიც ორი გოლით ლუკა გამოირჩა, მაგრამ ამ კლუბმა მაინც ვერ მოიგო და რომც მოეგო, ვეღარაფერს შეცვლიდა, "კრისიუმას" სერია B-ს საგზური განაღდებული ჰქონდა.

კიდევ ორი გავარდნილი გუნდის ვინაობა ბოლო ტურში გაირკვევა. კანდიდატი სამია - "ბაია", "ვიტორია" და "პალმეირასი". სამივე მათგანს სატურნირო კუთხით უმოტივაციო
მეტოქესთან დარჩა შეხვედრა, მაგრამ ეს რომ არაფერს ნიშნავს, თუნდაც ამ ტურში დამტკიცდა, როდესაც იგივე "ვიტორიას" არაფერი აჩუქა "ფლამენგომ" და 4:0 გაანადგურა, ხოლო "პალმეირასს" 3:1 მოუგო "ინტერნასიონალმა".

თანაც, "მწვანეებმა" 9 კაცით ჩაამთავრეს მატჩი, მათ ზედიზედ 5 მარცხი აქვთ და ამ შეხვედრებში მხოლოდ 1 ბურთის გატანა შეძლეს. ბოლო ტურში "პალმეირასი" "ატლეტიკო პარანაენსეს" მასპინძლობს, "ვიტორია" - "სანტოსს", ხოლო ბოლომდე მებრძოლ "ბაიას" "კურიტიბასთან" სტუმრობა ელოდება.

"მწვანეების" წარუმატებლობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის არის, რომ ენრიკეს გოლები ვეღარ გააქვს, რითაც ფრედმა ისარგებლა, ორი პენალტი გაიტანა და ბომბარდირთა დავას 17 გოლით ჩაუდგა სათავეში. მისმა "ფლუმინენსემ" კი "კორინთიანსზე" ასე მაინც იყარა ჯავრი - 5:2 იმარჯვა.

"სან პაულუმ" ათკაციან "ფიგეირენსეს" ვერ მოუგო, მაგრამ ქულაც ეყო მეორე ადგილის ოფიციალურად დასაბევებლად. ოთხეულში, ანუ ლიბერტადორესის თასის ზონაში ადგილი გარანტირებული აქვთ "ინტერნასიონალსა" და "კორინთიანსსაც".

სერია A. XXXVII ტური
ინტერნასიონალი-პალმეირასი 3:1
გოლები: 1:0 ტაიბერსონი (24), 1:1 რენატო (38), 2:1 ფაბრისიო (65), 3:1 ვალდივია (79)
გაძევება: ალიონე (87. პალმეირასი), ბრუნო სეზარი (90+3. პალმეირასი), ფაბრისიო (90+3. ინტერნასიონალი)

კრისიუმა-რესიფე 2:2
გოლები: 0:1 პატრიჩი (9), 1:1 ლუკა (48), 1:2 ევერტონი (58), 2:2 ლუკა (68)

ფლამენგო-ვიტორია 4:0
გოლები: 1:0 კადუ (28-ს.კ-ში), 2:0 ელტონი (69), 3:0 ევერტონი (80), 4:0 ნიქსონი (86)
გაძევება: ესკუდერო (74. ვიტორია)

ფლუმინენსე-კორინთიანსი 5:2
გოლები: 0:1 გერერო (5), 1:1 რალფი (40-ს.კ-ში), 2:1 ედსონი (58), 3:1 ფრედი (65), 4:1 ფრედი (71-პენ.), 4:2 დანილო (84), 5:2 კონკა (90+2)
გაძევება: მარლონი (74. ფლუმინენსე)

სან პაულუ-ფიგეირენსე 1:1
გოლები: 1:0 ედსონ სილვა (70), 1:1 მაცოლა (84)
გაძევება: უილიამი (77. ფიგეირენსე)

სანტოსი-ბოტაფოგო 2:0
გოლები: 1:0 დამიაო (48), 2:0 დამიაო (90)

შაპეკოენსე-კრუზეირო 1:1
გოლები: 1:0 ბრუნო რანხელი (41), 1:1 უგო (72)

ატლეტიკო პრ.-გოიასი 1:0
გოლი: 1:0 მარსელო (62)
გაძევება: ჯეკსონი (90. გოიასი), ტიაგუ მენდეში (90+3. გოიასი)

ბაია-გრემიო 1:0
გოლი: 1:0 რაფაელ გალიარდო (32)
გაძევება: პედრო ჟერომელი (29)

ატლეტიკო მნ.-კურიტიბა 1:2
გოლები: 0:1 კარლინიოსი (6), 0:2 ლეონარდო ალმეიდა (85), 1:2 პედრო ბოტელიო (90)

თ მ ფ წ ბ ქ
1. კრუზეირო 37 23 8 6 65-37 77
2. სან პაულუ 37 20 10 7 59-39 70
3. ინტერნასიონალი 37 20 6 11 51-40 66
4. კორინთიანსი 37 18 12 7 47-30 66
5. ფლუმინენსე 37 17 10 10 60-40 61
6. ატლეტიკო მნ. 37 17 10 10 51-38 61
7. გრემიო 37 17 9 11 35-23 60
8. ატლეტიკო პრ. 37 15 8 14 42-41 53
9. ფლამენგო 37 14 9 14 45-46 51
10. სანტოსი 37 14 8 15 41-35 50
11. რესიფე 37 13 10 14 35-46 49
12. ფიგეირენსე 37 13 8 16 36-45 47
13. გოიასი 37 12 8 17 34-38 44
14. კურიტიბა 37 11 11 15 39-43 44
15. შაპეკოენსე 37 11 10 16 37-40 43
16. პალმეირასი 37 11 6 20 33-58 39
17. ვიტორია 37 10 8 19 37-53 38
18. ბაია 37 9 10 18 29-40 37
19. ბოტაფოგო 37 9 6 22 31-48 33
20. კრისიუმა 37 7 11 19 27-54 32

ბომბარდირები: 17 - ფრედი (ფლუმინენსე); 15 - ენრიკე (პალმეირასი), რიკარდო გულარტი (კრუზეირო); 14 - ერნან ბარკოსი (გრემიო), მარსელო მორენო (კრუზეირო)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული