
თვითმხილველების თქმით, სამი შეიარაღებული პირი იმ შენობაში შევიდა, სადაც გულშემატკივრები მოახლოებული მატჩისთვის ბანერებს ამზადებდნენ. შვიდ ქომაგს იატაკზე დაწოლა უბრძანეს და მოკლეს, ხოლო ერთი გულშემატკივარი გაქცევის მცდელობის დროს დაცხრილეს, - იტყობინება BBC.
წინასწარი ვერსიით, გულშემატკივართა მკვლელობა უკანონო ნარკორეალიზაციას უკავშირდება და ნაკლებად სავარაუდოა, მისი მიზეზი ფანების დაპირისპირება გამხდარიყო.