"მარაკანა" ინგრევა... შარდის გამო

AutoSharing Option
ბრაზილიელი ფანები, იმისთვის, რომ საფეხბურთო მატჩების ერთი წამიც არ გამოტოვონ, პირდაპირ ტრიბუნებზე იკმაყოფილებენ ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებას, ამან კი სერიოზული პრობლემა შეუქმნა ქვეყნის მთავარ სტადიონს, "მარაკანას".

ჩვეულებრივ, გულშემატკივრები ტრიბუნებზე შესასვლელთან კედლებს "უტევენ". "მარაკანას" დაზიანების ძირითადი მიზეზი ის ხალხია, რომლებიც პირდაპირ სტადიონზე შარდავენ. შარდი ბევრ ამიაკს შეიცავს, რომელიც ძალიან სწრაფად მოქმედებს.

ის აღწევს ბეტონში, მჟავა კი მოქმედებს რკინის კონსტრუქციებზე. მნიშვნელოვანი მატჩების დროს აქ საშინელი სუნია. შარდის დიდი რაოდენობის გათვალისწინებით, თავად "მარაკანას" სტრუქტურა შეიძლება განადგურდეს", - მოჰყავს Telegraph-ს სტადიონის ინსპექტორის, ლუიშ ედუარდო კარდოსოს სიტყვები.

ახლა სტადიონის ხელმძღვანელობა სპეციალური პატრულის ინსტიტუტს შემოიღებს, რომელიც არ მისცემს გულშემატკივრებს პირდაპირ სტადიონზე ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილების საშუალებას. "თუ გუნდი აგებს, ფანები ყველაფერს ამტვრევენ და ყველაზე მეტად ტუალეტები ზარალდება. ამტვრევენ უნიტაზებს, მილებს... ტუალეტების რემონტისთვის დიდ ფულს ვხარჯავთ", - დაამატა კარდოსომ.

"მარაკანამ" 2012 წელს განიცადა რეკონსტრუქცია მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატისთვის. სწორედ ამ სტადიონზე გაიმართა ფინალური მატჩი გერმანიასა და არგენტინას შორის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ბინძური ყველგან ბინძურია
qetino
11:00 11-06-2015
0
არა, მეგობარო, ღმერთმა დაიფაროს დინამო მსგავსისგან. არის ღორობა - მზესუმზირისა და პლასტმასის ბოთლების გროვა, მაგრამ მოშარდვა სტადიონის ტრიბუნებზე?? ნოო, ნოოუ.
giorgi
21:05 10-06-2015
0

სიახლეები პოპულარული