"ტიგრესი" მე-18 წუთზე კლუბის სენსაციურმა შენაძენმა ანდრე პიერ ჟინიაკმა დააწინაურა. ხოლო ფრანგის გოლს ჟეფერსონის ავტოგოლი დაემატა და პირველი ტაიმი მექსიკელებმა 2:0 მოიგეს.
შემდეგ "ტიგრესის" ბრაზილიელმა ლეგიონერმა რაფაელ სობისმა პენალტი ვერ გამოიყენა და სიტუაცია თითქოს, დაიძაბა, მაგრამ 57-ე წუთზე ურუგვაის ნაკრების ფეხბურთელმა ეხიდიო არევალო რიოსმა ანგარიში 3:0 გახადა. ერთადერთი, რაც ურუგვაელი
მონტერეიში დიდი ზეიმი იყო. "ტიგრესი" თავის ისტორიაში პირველად გადის ლიბერტადორესის თასის ფინალში, სადაც ორმატჩიანი დუელი ელოდება ამ ტურნირის 1986 და 1996 წლების გამარჯვებულ "რივერ პლეიტთან". არგენტინული გრანდი 1996 წლის მერე ფინალში არც ყოფილა.
"ინტერნასიონალი" კი სამხრეთ ამერიკის ჩემპიონთა ლიგის ანალოგის გამარჯვებული ბოლოს 2010 წელს გახლდათ. ზედიზედ ორი წელიწადია, არგენტინას ფინალში წარმომადგენელი ჰყავს, ბრაზილიას კი - არა. შეგახსენებთ, რომ წინა წელს "სან ლორენსომ" პარაგვაული "ნასიონალი" დაამარცხა. პარაგვაული გუნდი ამჯერად, "გუარანის" სახით, მიჯრით მესამედ ცდილობდა ფინალში გასვლას, მაგრამ "რივერს" ვერ აჯობა.
ფინალური დუელის პირველი შეხვედრა 29 ივლისს არგენტინაში იქნება, საპასუხო მატჩი მექსიკაში კი 5 აგვისტოს გაიმართება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"