დუნგამ კოპა ამერიკისთვის ბრაზილიის ნაკრების საბოლოო შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
ბრაზილიის ნაკრების თავკაცმა დუნგამ კოპა ამერიკისთვის საბოლოო, 23-კაციანი სია დაასახელა.

ვიტყვით, რომ სიაში ვერ მოხვდნენ პრემიერლიგიდან: რობერტო ფირმინო, გაბრიელი და ფერნანდინიო, ხოლო სერია A-დან - ფელიპე ანდერსონი და ალექს სანდრო.

ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობა ასეთია:
მეკარეები: ალისონი (ინტერნასიონალი), დიეგო ალვეში (ვალენსია), ედერსონი (ბენფიკა).

მცველები: მირანდა (ინტერი), ჟილი (შენდონ ლუნენგი), მარკინიოსი (პარის სენ-ჟერმენი), როდრიგო კაიო (სან პაულო), დანი ალვეში (ბარსელონა), ფელიპე ლუიში (ატლეტიკო), დუგლას სანტოსი (ატლეტიკო მინეირო), ფაბინიო (მონაკო).

ნახევარმცველები: ლუის გუსტავო (ვოლფსბურგი), ელიასი (კორინთიანსი), რენატო აუგუსტო (ბეიჯინ გუანი), ლუკას ლიმა (სანტოსი),
ფილიპე კოუტინიო (ლივერპული), კაზემირო (რეალი), ვილიანი (ჩელსი), რაფაელ ალკანტარა (ბარსელონა).

თავდამსხმელები: დუგლას კოშტა (ბაიერნი), გაბიგოლი, რიკარდო ოლივეირა (სანტოსი), ჰალკი (ზენიტი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ნეიმარი მხოლოდ ოლიმპიადაზე გამოვა, კოპაზე ისვენებს
დათო
17:54 06-05-2016
0
ნეიმარი არ არის სავარაუდოთ იმიტომ, რომ ოლიმპიადაზეც უნდა გამოვიდეს, დიდი დატვირთვა გამოუვიდოდა.
გუგა
15:05 06-05-2016
0

სიახლეები პოპულარული