ლეო გაჯიუტდა - მესი არგენტინის ნაკრებიდან წასვლის გადაწყვეტილებას არ შეცვლის!

AutoSharing Option
ლიონელ მესი არ აპირებს არგენტინის ეროვნული ნაკრების დატოვებასთან დაკავშირებით თავისი გადაწყვეტილების შეცვლას! ამის შესახებ El Mundo Deportivo ფეხბურთელის უახლოეს გარემოცვაზე დაყრდნობით იუწყება.

"ბარსელონას" არგენტინელი თავდამსხმელი, მიუხედავად უამრავი გულშემატკივრის, მათ შორის, თვით ქვეყნის პრეზიდენტ მაურისიო მაკრის მოწოდებისა, მიიჩნევს, რომ ეროვნული გუნდის მაისურით აღარასდროს უნდა ითამაშოს.

არგენტინის პრეზიდენტმა ლიონელ მესის დაურეკა და ნაკრებში დარჩენა სთხოვა

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესიმ არგენტინის ნაკრების დატოვების შესახებ კოპა ამერიკა 2016-ის ფინალის შემდეგ განაცხადა, რომელშიც მისი გუნდი ჩილესთან პენალტების სერიაში 2:4 დამარცხდა. ერთი დარტყმა თავად
მესიმ ვერ გამოიყენა.

მესი ნაკრებს ტოვებს: მივდივარ, ასე უკეთესი იქნება ყველასთვის
კოპა ამერიკა სენტენარიო: Don't cry for me Argentina [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 15 /
რაც დიეგოს 1982 წლის 5 თამაშში ფეხებში ურტყეს, ზოგს სეზონის განმავლობაში არ მოხვდება იმდენი. მარტო ბელგიელები 26-ჯერ დაჯარიმდნენ მის წინააღმდეგ, იტალიელებზე და ჯენტილეზე აღარაფერს ვიტყვი, რომელსაც ახლანდელი მსაჯობით 3-ჯერ მაინც ეკუთვნოდა გაძევება. ასე, რომ ეპოქა არაფერ შუაშია. მარადონა, პელე, დი სტეფანო, კრუიფი და მათნაირები ნებისმიერ ეპოქაში გააკეთებდნენ თავისას.
zaza
30 ივნისი 2016 12:12
0
ფრედო-ს, ვინ არ იყო სტაბილური მარადონა? მარადონას გუნდი მარტოს უთრევია, ამას რა აქვს გაკეთებული, როცა ხავი- ინიესტა არ ყავდა გვერდით? ნაკრებში რასაც მიაღწია ხედავ. უდავოდ- მაგარიფეხბურტელია, მაგრამ სად ამისი და სად მარადონას ქარიზმა? ნანახი მაქვსო ამბობ, მაშინ გემახსოვრება 80% მარადონასა და კანიჯას დამსახურება იყო ჩემპიონები რომ გახდნენ.
gela
30 ივნისი 2016 09:27
0
რას წერ არ გრცხვენია? ჯერ ერთი და იმდროინდელ და ეხლანდელ ფეხბურთს შორის დიდი განსხვავებაა, დღეს უკვე დაცვითი ფეხბურთი უმაღლეს დონეზეა აყვანილი , თავის ტაქტიკური ფოლებით, ეხლა რო ეთამაშა მარადონას, რომელი გაუშვებდა ცენტრიდან საჯარიმომდე ნაჯახის დარტყმის გარეშე, ყველაფერს მოიგებდა ? ამაში არ ვარ დარწმუნებული, უბრალოდ ერთ რამეს ვფიქრობ ასი პროცენტით, მესი მარადონაზე უფრო მაგარია როგორც პიროვნება და როგორც ფეხბურთელი
inzm-s
30 ივნისი 2016 09:27
0
მესის ნაირი ფეხბურთელი არ ყოფილა და ძნელად წარმოსადგენია უახლოეს მომავალში მსგავსი კიდევ გამოჩნდეს!
გია
30 ივნისი 2016 08:49
0
ეს არის კაცი რომელსაც პატრიოტიზმის ნატამალი არ აქვს. არც ქარიზმა, არც მოტივაცია. მოკლედ არ აქვის ყველაფერი ის რაც მარადონას ქონდა. მარადონას შეეძლო მთელი ნაკრების მოტივაცია, საბრძოლო მუხტის შთაბერვა, გამარჯვების რწმენის მიცემა. როცა ნაკრებში მარადონა თამასობდა არ ქონდა მნიშვნელობა მისდიოდა თუ არა თამასი, მისი ყოფნაც კი საკმარისი იყო გუნდისთვის რომ ეთამაშათ თავდადებით. აი ეს არ აქვს ამ მესის. წავიდა იმიტომ რომ არ უნდა თამაში, და არც არასდროს უნდოდა. მსოფლიო ჩემპიონობაც ფეხებზე კიდია მაგას მოიგებს თუ არა. ერთადერთი რაც აღელვებს მიიღოს დიდი ფული, ნაკრებში კი ფულს არავინ აძლევს. ტუ დააკვირდებით მაგან ბარსელონაშიც მოუკლო თამაშშ, აღარც დარბის, დგას და ურტყამს ჯარიმებს.
შეადარეთ რონალდო, რა თავდადებულია, როგორი მოტივირებული, პორტუგალიის ნაკრებში დაცვაში ჩამოდის, ორთაბრძოლებს არ ერიდება. აი ეს არის ნამდვილი პროფესიონალიზმი და თვის საქმის სიყვარული, პატრიოტიზმზე უკვე აღარც ვლაპარაკობ
lashamax
30 ივნისი 2016 07:34
0
რა მარადონას ნახევარი არ არის რეებს ლაპაარაკობთ!ორივეს თამაში ნანახი მაქვს და მარადონა მესიმდე არც იყო არასდროს.კაი ფეხბურტელი იყო ორი აზრი არ არის მაგრამ მაშინ რომელი იყო მაგაზე ნაკლები რომ გადახედო ყველა გუნდებში ვარსკვლავები თამაშობდნენ მაგრამ მესის ნაირი სტაბილურობით არცერთი არ გამოირჩეოდა
fredo
29 ივნისი 2016 23:06
0
მსოფლიო ჩემპიონატზე დაბრუნდება და მოიგებს
grigoli
29 ივნისი 2016 22:22
0
გვანცა-ს. ნამდვილად კარგია, რომ მარადონას ვერ მოესწარი, იმიტომ რომ ძალიან ახალგაზრდა ყოფილხარ და წარმატებებს გისურვებ ცხოვრებაში) საფეხბურთო თვალსაზრისით კი მარადონას დროის ვერ მოსწრება დიდი ტრაგედიაა. მესის გარდა და დღევანდელი შემადგენლობით მარადონა ყველა დიდ ტურნირს მოაგებინებდა არგენტინას. მოკლედ ყველაფერში, ფეხბურთშიც, არ შეიძლება რა ეს გენდერული თანასწორობა))
lnzm
29 ივნისი 2016 22:09
0
სიმეონე დაუყენეთ ნაკრებს და ნახეთ თუ ვერ მოიგებს
imereli
29 ივნისი 2016 19:37
0
ადამიანურად გასაგებია;იყო ყველა დროის უდიდესი ფეხბურთელი,ნაკრების ფორმით ითამაშო ოთხი უპირველესი ფინალი და ვერ მოიგო ვერცერთი,წყევლაა ერთგვარი,თანავუგრძნობ,თუმცა მიმაჩნია,რომ აზრსს შეიცვლის,მე მიმაჩნია,რომ არგენტინის ნაკრები მესის წასვლით უფრო მეტს დაკარგავს.
sake
29 ივნისი 2016 18:40
0

სიახლეები პოპულარული