ოფიციალურად: 2026 წლიდან მსოფლიოს ჩემპიონატზე 48 გუნდი იქნება

AutoSharing Option
დღეს, 10 იანვარს, ციურიხში ფიფას სხდომა გაიმართა. სხვა საკითხებთან ერთად, ფიფამ მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდების როდენობის გაზრდა განიხილა.

საბოლოოდ, ფიფა შეთანხმდა, რომ 2026 წლიდან მსოფლიოს ჩემპიონატზე არა 32, არამედ 48 ქვეყნის ეროვნული ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. იდეა ფიფას პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს ეკუთვნის და მას მხარი უკლებლივ ყველა წევრმა დაუჭირა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მსოფლიოს ჩემპიონატის ხანგრძლივობა არ შეიცვლება და კვლავ ერთ თვეს გასტანს. 16 ჯგუფი 3-3 გუნდად გადანაწილდება, პლეი-ოფში კი ორი გუნდი გავა.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 8 /
როგორ აბანძებენ ფეხბურთს ნელ ნელა . 48 გუნდი ხო უფრო მეტ მოგებას ნახავენ ტოტალიზატორები და მაფია. საპორტის გარდა ყველაფერს დაამსგავსეს უკვე ფეხბურთი.ამდენი ამდენ მილიონიანი ტრანსფერები და ხელფასები უკვე მარაზმში გადადის
ბაბაია
10 იანვარი 2017 16:42
0
საქართველოს რამე შანსი ექნება ტურნირზე მოხვედრის? თუ 96 გუნდიანი მუნდიალია საჭირო მაგისთვის? :)
dea
10 იანვარი 2017 16:41
0
საინტერესოა ევროპას რამდენ ადგილს დაუმატებენ თუ საბოლოოდ დამტკიცდა ეს ფორმატი.
Irakli apkhaidze
10 იანვარი 2017 16:39
0
150-მდე რომ გაეზარდათ ჩვენც გვქონდა შანსი. მსოფლიო კი არა სოფლის პირველობა გამოვა და ამით კიდევ უდიდესი ნაბიჯი გადადგეს გ თუ ჟ საკლუბო ჩემპიონატისკენ. ევროპის ბობოლა კლუბები უფრო თვალსასეირო ჩემპიონატს შექმნიან და შეიკვრება ერთი მოჯადოებული წრე. ვის აინტერესებს აფრიკის და აზიის "ბაღის" დონის ნაკრებების თამაში, ევროპას მინიმალური რაოდენობის ადგილები გამოეყოფა როგორც ვიცი.
.........
10 იანვარი 2017 16:34
0
2026 წლისთვის კი უნდა გვყავდეს ძლიერი ნაკრები. ამიტომ, დიდი იმედი მაქვს, რომ მოვახერხებთ მსოფლიოზე გასვლას. 2026 შეიძლება მექსიკაში ჩატარდეს :) ერთადერთი მინუსი - გუნდებს ვინც ჯგუფიდან ვერ გავა მხოლოდ 2 თამაში მოუწევს.
Temo
10 იანვარი 2017 16:21
0
გვეშველა საქართველო მსოფლიო ჩემპინატზე ითამაშებს,ვაშააააა
mitrofane
10 იანვარი 2017 16:20
0
მთავარია ევროპას რამდენ ადგილს მისცემენ
gio
10 იანვარი 2017 16:10
0
საინტერესოა. სამაგიეროდ ხომ არ შეიცვლება შესარჩევი თამაშების სისტემა?
haha
10 იანვარი 2017 15:46
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული