"მუნდიალზე მონაწილეობის პრეტენდენტ ნებისმიერ ნაკრებს, ასევე, მის გულშემატკივრებსა და ოფიციალურ პირებს, უნდა შეეძლოთ ტურნირის მასპინძელ ქვეყანაში შესვლა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანა ვერ მიიღებს ტურნირის მასპინძლობის უფლებას", - თქვა ინფანტინომ და დასძინა, რომ ტრამპის ბრძანებულება, შესაძლოა, ასევე უარყოფითად აისახოს ლოს ანჯელესის შანსებზე 2024 წლის ოლიმპიადის მასპინძლობის უფლებისთვის პარიზთან ბრძოლაში.
ტრამპის ბრძანებით, აშშ-ში 16 მარტიდან გამკაცრდება
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე მონაწილეობას პირველად მიიღებს 48 ქვეყანა. აშშ-ის გარდა, მუნდიალის მასპინძლობა თურქეთს, ინგლისს, კოლუმბიას, ყაზახეთს, აზერბაიჯანსა და ავსტრალია-ახალ ზელანდიას სურთ. ტურნირის მასპინძლობაზე განაცხადების მიღება 2018 წლის დეკემბრამდე გასტანს, გამარჯვებულს კი ფიფას 211 წევრი-ქვეყანა ხმის მიცემით გამოავლენს. გამარჯვებული 2020 წლის მაისში გამოცხადდება.