პრემიერლიგა: მეექვსე ჰეთთრიკოსანი ვიკინგი
* "ლივერპულმა" 14 ქულა მოაგროვა იმ თამაშებში, რომლებსაც აგებდა, რაც "ტოტენჰემთან" ერთად საუკეთესო მაჩვენებელია სეზონში.* "ლივერპულს" 16 გამარჯვება დაუგროვდა, იმდენი, რამდენიც მთლიანად შარშანდელ სეზონში.
* რაც იურგენ კლოპი "ლივერპულის" თავკაცია, გუნდმა პრემიერლიგაში ყველაზე მეტი გოლი გაიტანა საჯარიმოს გარედან - 21.
* ჟორჟინიო
* ჯოშუა კინგი (ბორნმუთი) მეექვსე ნორვეგიელია, ვინც პრემიერლიგაში ჰეთ თრიკი შეასრულა (ფიორტოფტი, ფლო, სოლსკიაერი, ივერსონი, კარეუ).
* გილფი სიგურდსონი (სუონსი) საგოლე პასებით ლიდერობს პრემიერლიგაში - 11.
* "ბორნმუთის" ფეხბურთელებს პრემიერლიგაში 2 ჰეთ თრიკი აქვთ შესრულებული და ორივე "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ მატჩებში.
* რომელუ ლუკაკუს (ევერტონი) ერთ სეზონში არასოდეს გაუტანია 19 გოლი დღემდე.
* მორგან შნედერლენმა (ევერტონი) პრემიერლიგაში 511-დღიანი პაუზის მერე გაიტანა გოლი.
* "ბორნმუთის" გაცუდებულ პენალტსა და "ვესტ ჰემის" გოლებს შორის მხოლოდ 48 წამი გავიდა.
ასოციაციის თასი: პეპი და ნახევარფინალები
* "ტოტენჰემმა" 6-ბურთიანი სხვაობით თასზე 1973 წლის მერე პირველად მოიგო.* "ტოტენჰემმა" თასის ნახევარფინალს ისტორიაში მერვედ უწია და გახდა მერვე კლუბი ინგლისში ვინც ეს შეძლო.
* ვინსენტ იანსენმა "ტოტენჰემის" მაისურით პირველი გოლი გაიტანა ღია თამაშიდან. ეს მისი 30-ე მატჩია "დეზების" რიგებში.
* დელე ალიმ (ტოტენჰემი) "უაით ჰარტ ლეინზე" პირველად გაიტანა ზედიზედ სამ მატჩში.
* კრისტიან ერიქსენმა (ტოტენჰემი) ამ სეზონში ყველა შეჯიბრებაში 23 გოლში მიიღო მონაწილეობა (9 გოლი, 14 საგოლე პასი), ეს კი საუკეთესო მაჩვენებელია ნახევარმცველებს შორის.
* "არსენალმა" ბოლო 4 წელიწადში მესამედ გააღწია ნახევარფინალში.
* ალექსის სანჩესის (არსენალი) უშუალო მონაწილეობით ამ სეზონში (ყველა შეჯიბრებაში) 35 გოლი გავიდა (21 გოლი და 14 საგოლე პასი).
* "არსენალმა" "ემირეიტსზე" მე-300 მატჩი ითამაშა და მე-200 გამარჯვება იზეიმა.
* ხოსეპ გვარდიოლა ყოველ სეზონში (სულ 8 სეზონი წვრთნის) გადის ქვეყნის თასის ნახევარფინალში.
ლა ლიგა: ალექს ბარსელონოლოგი
* ხოსე ხურადომ (ესპანიოლი) ლა ლიგაში ერთ მატჩში გოლს პლუს პასი 2010 წლის მერე პირველად შეასრულა.* მაურისიო ლემოსმა (ლას პალმასი) 2017 წელს 4 გოლი გაიტანა, რაც ევროპის ტოპ-5 ლიგებში საუკეთესო მაჩვენებელია მცველისთვის.
* სერხიო აგუერომ (რეალი) ყველა შეჯიბრებაში სეზონში პირველად უწია ორნიშნა რიცხვს გოლებში - 10.
* ტონი კროოსის ანგარიშზე ყველაზე მეტი საგოლე პასია ამ სეზონში სტანდარტული მდგომარეობებიდან - 7.
* სერხიო რამოსმა ამ სეზონში (ყველა შეჯიბრებაში) 8 გოლი გაიტანა თავით, რაც ყველაზე მეტია ესპანეთში.
* ევროპის ტოპ-5 ლიგებში არც ერთ მცველს არ აქვს მარსელოზე მეტი საგოლე პასი შესრულებული - 7.
* კრიშტიანო რონალდომ (რეალი) ლა ლიგაში უკვე 46 გოლი გაიტანა თავით. მოქმედ ფეხბურთელებში ის უკვე ყველას სჯობნის - არიც ადურისს 45 გოლი აქვს თავით გატანილი.
* კრიშტიანო რონალდომ ლა ლიგაში უკვე გაუტანა 30-დან 28 გუნდს ვისაც შეხვედრია "ბერნაბეუზე".
* კეილორ ნავასი (რეალი) ერთადერთი გოლკიპერია ამ სეზონში, ვინც საკუთარი კარი დალაშქრა ლა ლიგაში.
* ლუკა მოდრიჩმა "რეალის" მაისურა მე-200 მატჩში მოირგო.
* რობერტო სოლდადოს გოლებმა "ვილიარეალს" პირადად მოუტანეს 9 ქულა.
* "რეალმა" ზედიზედ 48-ე მატჩში გაიტანა გოლი. ეს არის საუკეთესო სერია ისტორიაში.
* "ბარსელონამ" პირველად წააგო თამაშში, რომელშიც ლუის სუარესმა გოლი გაიტანა.
* ალექს ბერგანტინიოსმა (დეპორტივო) ლა ლიგაში სულ 4 გოლი გაიტანა, საოცარია, მაგრამ სამი მან "ბარსელონას" კარში შეაგდო.
* ლუის სუარესმა ბოლო სამ მატჩში 10 გოლში მიიღო მონაწილეობა (6 გოლი, 4 საგოლე პასი).
* ინიაკი ვილიამსი (ბილბაო) ვისკაიაში დაბადებული პირველი ფეხბურთელია ვინც "ანოეტაზე" "რეალ სოსიედადს" გაუტანა 2004 წლის მერე.
* 2017 წელს ანტუან გრიზმანმა (ყველა შეჯიბრებაში) უკვე 12 გოლი გაიტანა. ლა ლიგის ფეხბურთელებში ეს მესამე შედეგია მესისა (16) და სუარესის (13) შემდეგ.
* მიჩელმა (მალაგა) ლა ლიგაში სამივე გუნდის მწვრთნელობა წაგებით დაიწყო.
* დიეგო გოდინი (ატლეტიკო) პირველი ურუგვაელია ვინც ლა ლიგაში 300 მატჩი ჩაატარა.
ბუნდესლიგა: მეკარეა თუ გამთამაშებელი
* "ლევერკუზენმა" ბოლო 13 პენალტიდან (აქ პენალტების სერიაც იგულისხმება) 9 ვერ გაიტანა!* კლაუდიო პისარომ (ვერდერი) ბუნდესლიგაში მე-16 გოლი გაიტანა მას მერე, რაც მოედანზე შემოვიდა. მეტი გოლი სათადარიგოებს შორის მხოლოდ ალექსანდერ ციკლერს გაუტანია - 18.
* კლაუდიო პისარო მხოლოდ მეოთხე ფეხბურთელი გახდა ჩემპიონატის ისტორიაში, რომელსაც 200-200 მატჩი უთამაშია ბუნდესლიგის ორი გუნდის შემადგენლობაში.
* რალფ ფერმანს (შალკე) ბუნდესლიგაში 14 პენალტი დაურტყეს და მხოლოდ ნახევარი გაუტანეს.
* მეკარე რენე ადლერმა "ჰამბურგის" ბოლო სამ მატჩში 2 საგოლე პასი გააკეთა.
* "კიოლნის" ყველა გოლი "ინგოლშტადტის" კარში (5) ანტონი მოდესტეს ანგარიშზეა.
* "ვოლფსბურგმა" ისტორიაში ყველაზე მეტი "ლაიპციგთან" მატჩში ირბინა - 122,6 კმ.
* მარვინ პლატენჰარდტმა (ჰერტა) ბუნდესლიგაში ყველა (7) გოლი საჯარიმო დარტყმით გაიტანა.
* პიერ-ემერიკ ობამეიანგმა (დორტმუნდი) ბოლო 4 მატჩში 8 გოლი გაიტანა.
სერია A: იკარდი ინტერის ისტორიაში
* 5-მატჩიანი მშრალი სერიის მერე, კარლოს ბაკამ (მილანი) ზედიზედ სამ ტურში გაიტანა გოლები (4). * პაულო დიბალამ (იუვენტუსი) გოლი მაშინ გაიტანა, როცა 96 წუთი და 23 წამი იყო გასული. მიუხედავად ამისა, ამ სეზონში ამაზე გვიანი გოლიც გასულა.
* "იუვენტუსმა" ზედიზედ მე-6 მატჩი მოუგო ჩემპიონატში "მილანს" "იუვენტუს არენაზე".
* "იუვენტუსის" საშინაო მოგებათა სერია 31 ტურამდე გაგრძელდა.
* ედინ ჯეკო ტოპ-5 ლიგების მეოთხე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ყველა შეჯიბრებაში 30 გოლი გაიტანა მესის, კავანისა და ლევანდოვსკის შემდეგ.
* "ნაპოლის" ამ ტურში 81%-ით ჰქონდა ბურთი, რაც 2004/05 წლების სეზონის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
* მაურო იკარდიმ "ინტერის" რიგებში ყველაზე სწრაფი ჰეთ თრიკი (26-ე წუთისთვის) შეასრულა ლორენცის (1947 წ) შემდეგ.
* "ატალანტამ" ერთ ტაიმში 5 გოლი ელიტაში პირველად გაუშვა.
* დომენიკო ბერარდიმ (სასუოლო) პირველად ვერ გაიტანა კარიერაში ზედიზედ 10 მატჩში.
ლიგა 1: კორსიკული სისხლის ყივილი
* "მარსელმა" ლიგა 1-ის ორი მატჩი ზედიზედ 2017 წელს პირველად მოიგო. * ივან სანტინის (კაენი) ანგარიშზე 5 თავური გოლია ამ სეზონში, ყველაზე მეტი ლიგა 1-ში.
* ედინსონ კავანიმ (პსჟ) ჩემპიონატში პირველი საგოლე პასი გააკეთა.
* მემფის დეპაიმ (ლიონი) გოლი 46 მეტრი დისტანციიდან გაიტანა.
* "სენტ ეტიენმა" ამ სეზონში უკვე მეშვიდე გოლი გაიტანა 90-ე წუთის შემდეგ.
* "გენგამმა" ლიგა 1-ში 5-გოლიანი სხვაობით პირველად მოიგო.
* "ბასტიამ" 2017 წელს უკვე 9 წითელი ბარათი მიიღო. ეს მაჩვენებელი არა თუ წელს, 2016 წლის ლიგა 1-ის მონაცემებშიც ყველაზე მეტია თუ... თავად "ბასტიას" არ ჩავთვლით, რომელმაც 2016 წელს 10 წითელი ბარათი მიიღო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"