ამხანაგური მატჩები: ვიდეოფეხბურთი პარიზში [VIDEO]

AutoSharing Option
გუშინდელი დღის ამხანაგური მატჩები ევროპაში თბილისით დაიწყო, თუმცა სხვა საინტერესო დაპირისპირებებიც გაიმართა. ორი დაპირისპირება სულაც გრანდებს შორის გაიმართა.

დიდიე დეშამმა "სტად დე ფრანსზე" საფრანგეთის ახალი თაობის ყველა ვარსკვლავი გამოფინა - კილიან მბაპემ სასტარტოში დაიწყო, ანტუან გრიზმანის მხარდამხარ, ითამაშეს უმტიტიმ, რაბიომ, კანტემ, დემბელემ, ბაკაიოკომ... მაგრამ საფრანგეთის ნაკრები მაინც ვერას გახდა "ფურია როხასთან" - 0:2. ხულიენ ლოპეტეგის გუნდმა მეორე ტაიმში იძალა, შეცვლაზე შესულმა დავიდ სილვამ პენალტი მოიპოვა და შემდეგ ნიშნულიდან გაიტანა კიდეც, რასაც ჟერარდ დეულოფეუს გოლი მოჰყვა, რომელმაც ჟორდი ალბას ჩაწოდება დააგვირგვინა.

სხვათა შორის, ამ თამაშში მსაჯმა გოლი ვიდეოგამეორების შემდეგ გააუქმა - მეორე ტაიმის დასაწყისში ანტუან გრიზმანმა გაიტანა, მაგრამ ვიდეორეფერიმ თამაშგარე მდგომარეობის გამო, ეს გოლი გააუქმა.

67-ე წუთზე კიდევ უფრო საოცარი რამ მოხდა, დეულოფეუს გოლისას ლაინსმენმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა... მაგრამ მსაჯი ერიქსონი ისევ დაეკითხა ვიდეორეფერის, რომელმაც გოლი ჩაათვლევინა მას.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ამსტერდამ არენაზე" კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ჰოლანდიური ფეხბურთი კრიზისშია, მიუხედავად იმისა, რომ იტალიასთან მატჩში უმწვრთნელო "ორანიე" დაწინაურდა (ავტოგოლის წყალობით), "სკუადრა აძურამ" უმალ გაათანაბრა, შემდეგ კი ლეონარდო ბონუჩის წყალობით წინაც გავიდა. მეორე ტაიმში საინტერესო აღარაფერი მოხდა - 1:2.

პორტუგალიამ კრიშტიანო რონალდოს სამშობლოში, მადეირაზე უმასპინძლა შვედეთს, სადაც აეროპორტს რონალდოს სახელი მიენიჭა. ევროპის ჩემპიონი 2:0-ს იგებდა (ერთი გოლი სწორედ 2016 წლის საუკეთესო ფეხბურთელმა გაიტანა), მაგრამ შემდეგ სკანდინავიელებმა სამი უპასუხო გოლი გაუტანეს კონტინენტის ჩემპიონებს და მოუგეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

რუსეთის ნაკრებმა აზარისა და დე ბრუინის გარეშე მოთამაშე ბელგიასთან არ წააგო - 3:3. არადა, "წითელი ეშმაკები" ბოლო წამებამდე იგებდნენ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

საოცარი ანგარიში დაფიქსირდა ესტონეთში, სადაც მასპინძელთა გუნდმა ხორვატიას (თუნდაც ექსპერიმენტული შემადგენლობით) 3:0 მოუგო.

ალბანეთი-ბოსნია 1:2
გოლები: 0:1 ჯეკო (7-პენ), 0:2 ლიულიჩი (42), 1:2 ბალაი (68)

ესტონეთი-ხორვატია 3:0
გოლები: 1:0 ლუტსი (1), 2:0 ვასილიევი (81), 3:0 ზენიოვი (84)

მაკედონია-ბელარუსი 3:0
გოლები: 1:0 სპიროვსკი (40), 2:0 პანდევი (61), 3:0 პანდევი (69)

რუსეთი-ბელგია 3:3
გოლები: 1:0 ვასინი (3), 1:1 მირალასი (17-პენ), 1:2 კ. ბენტეკე (42), 1:3 კ. ბენტეკე (45), 2:3 მირანჩუკი (74), 3:3 ბუხაროვი (92)
ბელგია (4-2-3-1): მინოლე - ფოკე, ალდერვეირელდი, ვერმალენი (90. ბოიატა), ვერტონგენი - მ. დემბელე (85. ტ. აზარი), ტიელემანსი (66. ვიტსელი) - ჩადლი (77. ფერეირა-კარასკო), ნაინგოლანი, მირალასი (66. მერტენსი) - კ. ბენტეკე (77. რ. ლუკაკუ)

ავსტრია-ფინეთი 1:1
გოლები: 1:0 არნაუტოვიჩი (62), 1:1 იენსენი (76)

ირლანდია-ისლანდია 0:1
გოლი: 0:1 მაგნუსონი (21)

ჰოლანდია-იტალია 1:2
გოლები: 1:0 რომანიოლი (10 ს. კ.), 1:1 ედერი (11), 1:2 ბონუჩი (32)
ჰოლანდია (4-3-3): ზოეტი - ტეტე, მარტინს ინდი, ჰოედტი, ბლინდი (83. ვიერხევერი) - ვეინალდუმი (77. ტოორნსტრა), კლაასენი (83. სნეიდერი), სტროტმანი (46. ვილიენა) - ლენსი, დეპაი, პრომესი (89. ბერგჰუისი)
იტალია (3-4-1-2): დონარუმა - რუგანი, ბონუჩი, რომანიოლი - ძაპაკოსტა (62. სპინაცოლა), დე როსი (37. გალიარდინი), პაროლო, დარმიანი (89. დ'ამბროზიო) - ვერატი (91. ვერდი) - ედერი (69. პეტანია), იმობილე (53. ბელოტი)

პორტუგალია-შვედეთი 2:3
გოლები: 1:0 რონალდო (18), 2:0 გრანკვისტი (34 ს. კ.), 2:1 კლაესონი (57), 2:2 კლაესონი (76), 2:3 კანსელო (93 ს. კ.)
პორტუგალია (4-3-3): მარაფონა - კანსელო, ნეტუ, ბ. ალვეში, ელიზეუ (46. სემედუ) - ჟ. მოუტინიო (46. პიცი), დ. პერეირა (46. ვ. კარვალიო), სანშეში - მარტინში (79. ანდრე გომეში), რონალდო (58. კვარეჟმა), ა. სილვა (46. ედერი)

საფრანგეთი-ესპანეთი 0:2
გოლები: 0:1 დ. სილვა (68-პენ), 0:2 დეულოფეუ (77)
საფრანგეთი (4-3-3): ლორისი - ჟალე, კოსიელნი, უმტიტი, კურზავა - ტოლისო (80. ლემარი), კანტე, რაბიო (46. ტ. ბაკაიოკო) - მბაპე (65. ჟირუ), გრიზმანი, გამეირო (80. უ. დემბელე)
ესპანეთი (4-3-3): დე ხეა - კარვახალი, ს. რამოსი, პიკე, ალბა (86. ნაჩო) - კოკე (74. ა. ერერა), ბუსკეტსი, ინიესტა (52. ტ. ალკანტარა) - პედრო (67. დეულოფეუ), მორატა (84. ასპასი), ისკო (53. დ. სილვა)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნამდვილად საჭიროა ვიდეო რეფერი, ხო არ თვლიდა ფრანგების კარში მეორე გოლს, ვიდეოზე კი კარგად გამოჩნდა.
kaxa
13:19 29-03-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული