ბოლო ინფორმაციით, 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელშიც უკვე ცნობილია, რომ 48 ნაკრები ითამაშებს და ამჟამინდელი ინფორმაციით, აქედან 16 ევროპული იქნება, ბოლო ორი მონაწილის ვინაობა ერთგვარი "ექვსი ერით" გაირკვევა, ანუ 6-ნაკრებიანი პლეი ოფით.
ამ ყველაფერზე დეტალური ინფორმაცია უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. მონაწილეთა რაოდენობის გაზრდას კენჭი უკვე ეყარა იანვარში, ხოლო დანარჩენ ცვლილებებზე მსჯელობა მიმდინარეობს და 9 მაისის შეკრებაზე განიხილება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"