ზლატან იბრაჰიმოვიჩი მართალია, ბებერია, მაგრამ ბებერი ხარის ამბავი ხომ გაგიგიათ. უფრო მეტი საინტერესო სტატისტიკური ფაქტები იხილეთ ჩვენს სტატიაში...
პრემიერლიგა: ალის ვარსკვლავის ამოსვლა
* პრემიერლიგაში ამ სეზონში 42-ედ მოხდა, რომ ერთმა გუნდმა მას მერე მოიგო, რაც აგებდა - ანუ "ქამბექი" შემოგვთავაზა.* რომელუ ლუკაკუს (ევერტონი) უფრო მეტი გოლი აქვს გატანილი (23), ვიდრე მთელ "მიდლსბროს" - 22.
* რომელუ ლუკაკუმ
* ტომ დევისმა (ევერტონი) 30-ე წამზე გაიტანა, ეს კი ამ სეზონში მესამე უსწრაფესი გოლია სეზონში ლუკაკუსა და პედროს გოლების შემდეგ.
* "სანდერლენდმა" 675 წუთში ვერ შეძლო გოლის გატანა, გუნდმა ამ დროში ჯამში 79-ჯერ დაარტყა კარისკენ.
* ზლატან იბრაჰიმოვიჩმა "მანჩესტერში" 51 თამაშში 21 გოლი გაიტანა. მეორე ადგილზე გუნდში ხუან მატაა 10 გოლით.
* სებასტიან ლარსონმა (სანდერლენდი) პრემიერლიგის კარიერაში (278 მატჩი) პირველი წითელი ბარათი მიიღო.
* "ჩელსიმ" ამ სეზონში უკვე დააგროვა 75 ქულა, ამდენი ქულით კი გუნდმა 20 წლის წინათ პრემიერლიგა მოიგო.
* ნგოლო კანტემ "ჩელსის" მაისურით პირველი საგოლე პასი გააკეთა (30-ე მატჩში).
* "ლივერპულმა" ამ სეზონში ყველაზე მეტი ქულა დააგროვა მას მერე, რაც აგებდა - 18.
* ფილიპე კოუტინიომ (ლივერპული) 30-ე გოლი გაიტანა პრემიერლიგაში და ბრაზილიელთა შორის საუკეთესო გახდა ამ მაჩვენებლით.
* ფაბიან დელფმა (სიტი) პრემიერლიგაში 448-დღიანი პაუზის მერე გაიტანა.
* სერხიო აგუერომ (სიტი) ბოლო 10 მატჩში 10 გოლი გაიტანა.
* მას მერე, რაც დუშან ტადიჩი (საუთჰემპტონი) პრემიერლიგაში თამაშობს, სერბმა 24 საგოლე პასი გააკეთა. დროის ამ მონაკვეთში მას მხოლოდ სამი ფეხბურთელი სჯობს: ფაბრეგასი (32), იოზილი (30) და ერიქსენი (26).
* იორდი კლასიმ (საუთჰემპტონი) პრემიერლიგაში პირველი გოლი გაიტანა (37-ე ცდაზე).
* დელე ალიმ (ტოტენჰემი) 40 გოლში მიიღო მონაწილეობა, სანამ 21 წლის შესრულდებოდა. რომ შევადაროთ: ლამპარდმა მხოლოდ 15 გოლში მიიღო მონაწილეობა 21 წლის ასაკამდე, ჯერარდმა - 13-ში, ბექჰემმა - 12-ში.
* "ტოტენჰემის" საშინაო წაუგებელი სერია უკვე 16 მატჩს ითვლის (14 მოგება, 2 ფრე).
* დელე ალიმ პრემიერლიგაში 63 მატჩი ითამაშა და მის ანგარიშზე 26 გოლი და 14 საგოლე პასია. პირველი 63 მატჩის შემდეგ უეინ რუნის ანგარიშზე 15 გოლი და 7 პასი იყო, პოლ სქოულზის - 18 გოლი და 3 პასი, სხვებს კიდევ უფრო ნაკლები აქვთ.
* ჰიუნ-მინ სონი (ტოტენჰემი) გახდა პირველი კორეელი, ვინც პრემიერლიგაში სეზონში 10 გოლზე მეტი გაიტანა.
* ზლატან იბრაჰიმოვიჩმა (მანჩესტერი), რაც 30 წლის გახდა, მას მერე 250 გოლი გაიტანა.
ლა ლიგა: "მალაგას" სერია
* "ბეტისმა" ზედიზედ 20 საგარეო მატჩში ვერ შეინახა კარი "მშრალად", რაც სევილიური კლუბის ანტირეკორდია 2000 წლის მერე.* "ოსასუნამ" ზედიზედ ორი მატჩი ლა ლიგაში 2014 წლის იანვრის მერე პირველად მოიგო.
* "ეიბარმა" უკვე მოიპოვა 50 ქულა ამ სეზონში, რაც ამ გუნდისთვის რეკორდულია პრიმერაში.
* პედრო ლეონმა (ეიბარი) ლა ლიგის ამ სეზონში 10 გოლი გაიტანა, ნახევარმცველებში ყველაზე მეტი.
* "ვალენსიას" გოლი (სანტი მინა) 38-სვლიანი კომბინაციის შემდეგ გავიდა "გრანადას" კარში, რაც 2006/07 წლების შემდეგ საუკეთესო შედეგია.
* სიმონე ძაძამ (ვალენსია) ესპანეთში პირველი დუბლი მიითვალა.
* ამ სეზონში პირველი და ერთადერთი გუნდი, რომელმაც "ბარსელონასთან" ორივე მატჩში კარი "მშრალად" შეინახა, "მალაგაა".
* ნეიმარმა (ბარსელონა) ლა ლიგაში პირველი წითელი ბარათი მიიღო.
* "ბარსელონამ" "ლა როსალედაზე" ბოლოს 2003 წელს წააგო (1:5).
* "სევილიამ" ხორხე სამპაოლის ხელმძღვანელობით ყველაზე მეტი ზუსტი დარტყმა განახორციელა მეტოქის კარში - 13.
* კეილორ ნავასმა მადრიდულ დერბებში 8 გოლი გაუშვა, ეს კი "რეალის" მეკარეებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
* პირველად მოხდა, რომ "რეალმა" ზედიზედ მე-4 მატჩი ვერ მოუგო "ატლეტიკოს" "სანტიაგო ბერნაბეუზე".
* ზინედინ ზიდანმა (რეალი) მწვრთნელის რანგში 50-ე მატჩი ჩაატარა ლა ლიგაში.
ბუნდესლიგა: ჰიონესის ტოლ-სწორი
* 2011 წლის მერე პირველად, "ვერდერი" 8 ტურია დაუმარცხებელია (6 მოგება, 2 ფრე). * "დარმშტადტმა" 21 მატჩი წააგო ამ სეზონში. მეტი (24) მხოლოდ ბერლინის "ტასმანიას" აქვს წაგებული 28 ტურში, ეს კი 1965/66 წლებში მოხდა.
* მარკუს ზუტნერმა (ინგოლშტადტი) ოთხივე გოლი ამ სეზონში საჯარიმო დარტყმით გაიტანა.
* "ჰერტამ" ამ სეზონში "ოლიმპიაშტადიონზე" 11 მატჩი მოიგო. ამ სეზონში ყველაზე მეტი საშინაო გამარჯვება ბუნდესლიგის კლუბებს შორის ბერლინელებს აქვთ.
* პოლ ვერჰაეგმა (აუგსბურგი) 150-ე მატჩი ითამაშა ბუნდესლიგაში და ის გოლით აღნიშნა.
* "ბაიერნი" შინ 30 ტურია დაუმარცხებელია. ბოლოს მას "მაინცმა" მოუგო, 2016 წლის მარტში.
* არიენ რობენმა (ბაიერნი) "დორტმუნდს" მეათე გოლი გაუტანა.
* გერმანულ კლასიკაში 20 წუთში იმდენივე გოლი იყო გატანილი, რამდენიც "ბაიერნისა" და "დორტმუნდის" წინა 4 დაპირისპირებაში ერთად - 3.
* ფრანკ რიბერიმ (ბაიერნი) 110-ე გოლი გაიტანა ბუნდესლიგაში "ბაიერნის" მაისურით და ული ჰიონესის მიღწევა გაიმეორა.
* მარიო გომესმა (ვოლფსბურგი) ბუნდესლიგის ზედიზედ 7 ტურში გაიტანა.
* იუსუფ პოულსენმა (ლაიპციგი) ბუნდესლიგაში 1169-წუთიანი პაუზის მერე გაიტანა.
* ნილს პეტერსენმა (ფრაიბურგი) უკვე მე-18 გოლი გაიტანა მას მერე, რაც შეცვლაზე შევიდა. ის ალექსანდერ ციკლერის რეკორდს გაუტოლდა.
სერია A: ომარ სივორის მერე...
* 31 ტურის შემდეგ "ნაპოლის" შარშანაც 67 ქულა ჰქონდა მოპოვებული, ეს კი კლუბის ისტორიაში საუკეთესო შედეგის გამეორებაა.* ლორენცო ინსინიემ (ნაპოლი) პირადი რეკორდი დაამყარა სეზონში გოლების რიცხვით - 13.
* "მილანმა" ჩემპიონატში 4 და მეტი გოლის სხვაობით 2013 წლის მაისის მერე პირველად მოიგო.
* ანდრეა ბელოტიმ (ტორინო) უკვე 10 გოლი გაიტანა თავით, რაც ევროპის ტოპ-5 ლიგაში საუკეთესო მაჩვენებელია.
* ანდრეა ბელოტი პირველი ფეხბურთელია სერია A-ში ანდრეი შევჩენკოს (1999/2000 წ.) შემდეგ, ვინც 24 წლამდე ასაკში შეძლო 24 და მეტი გოლის გატანა სეზონში.
* ჯონ ჩარლზისა და ომარ სივორის მერე გონსალო იგუაინი "იუვეს" პირველი ფეხბურთელია, ვინც პირველივე სეზონში გუნდში 20 და მეტი გოლი გაიტანა. მას მერე კი 59 წელი გავიდა.
* ბოლო სამი გოლი გონსალო იგუაინმა პაულო დიბალას პასებით გაიტანა.
* ჯანლუიჯი ბუფონმა (იუვენტუსი) ჩემპიონატში 616-ე მატჩი ითამაშა, წინ მხოლოდ პაოლო მალდინი დარჩა (647).
* ლორენცო პელეგრინიმ (სასუოლო) "ატალანტას" "მშრალი" სერია 524-ე წუთზე შეწყვიტა.
* "იუვენტუსი" ამ სეზონში მხოლოდ 225 წუთის განმავლობაში აგებდა მატჩებს.
ლიგა 1: მიწისძვრა ოლიმპიკ პარკზე
* ბოლო 7 საშინაო მატჩია, "ლილს" ჩემპიონატის მატჩი ვერ მოუგია შინ. * მარიო ბალოტელიმ პირველად გაიტანა გოლი "ნიცას" საგარეო მატჩში.
* პსჟ-ს გოლების 90% "გენგამის" კარში მეორე ტაიმებში გააქვს.
* ედინსონ კავანიმ (პსჟ) "გენგამს" ბოლო სამ შეხვედრაში 4 გოლი გაუტანა.
* ამ სეზონში კლუბისა და ნაკრების მაისურით ჯამში ყველაზე მეტი გოლი ედინსონ კავანის აქვს გატანილი - 48. შემდეგ მოდიან რობერტ ლევანდოვსკი და ლიონელ მესი - 46-46.
* პრეჟიუს ნაკულმამ "ნანტის" ბოლო 7 გოლიდან 5 გაიტანა.
* "ლიონმა" საკუთარ სტადიონზე პირველად გაუშვა 4 გოლი.
* რადამელ ფალკაომ ბოლო ხუთ მატჩში, როცა სასტარტოში თამაშობდა, ხუთი გოლი გაიტანა.
* პირველად მოხდა, რომ "რენმა" ჩემპიონატის მატჩის I ტაიმში ერთხელაც კი ვერ დაარტყა მეტოქის კარისკენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"