ოპერაცია მკვდარი ვირთხა - დანიის პოლიცია დამნაშავე ფანებს ეძებს

AutoSharing Option
დანიაში საინტერესო გამოძიება მიმდინარეობს. პოლიცია შეეცდება, ამოიცნოს და დააოკოს ის ფანები, რომლებიც მინდორზე მკვდარ ვირთხებს ისროდნენ.

მათდამი შესაბამისი ზომები უნდა მიიღონ და საჯარიმო სანქციები გატარდეს. ინციდენტი კოპენჰაგენის დერბისას მოხდა, რომელიც ლიდერმა "კოპენჰაგენმა" მეორეადგილოსან "ბრონდბიუს" (ბრონდბიუ კოპენჰაგენის გარეუბანია) 1:0 მოუგო და ცხრილის სათავეში 13-ქულიანი უპირატესობითაა მოკალათებული.

როდესაც "კოპენჰაგენის" შვედი მცველი ლუდვიგ აუგუსტინსონი კუთხურს აწვდიდა, ფანებმა მკვდარი ვირთხების სროლა დაიწყეს. ჩანაწერში ნათლად ჩანს, თუ როგორ ეხმარება სლოვენიელი ბენიამინ ვერბიჩი თანაგუნდელს, სულ მცირე, ორი მკვ
დარი ვირთხისგან ტერიტორიის მოსუფთავებაში. "ბრონდბიუს" უფროსობა ამ საქციელს გმობს და ასეთ ფანებს ემიჯნება. შეგახსენებთ, რომ "კოპენჰაგენი", რომელსაც მიმდინარე სეზონში საშინაო პირველობაზე წაგება არ აქვს, ჩემპიონი მეთორმეტედ ხდება, ხოლო "ბრონდბიუ" ათგზის ჩემპიონია.

"ძალიან სამწუხარო და დასანანია, რომ არიან სტადიონის სტუმრები, რომლებმაც მოქცევა არ იციან" - თქვა "ბრონდბიუს" სპორტულმა დირექტორმა ტროელს ბეხმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული