[ამხანაგური მატჩები]: არგენტინისა და ბრაზილიის მასტერკლასები

AutoSharing Option
გუშინ რამდენიმე საინტერესო ამხანაგური მატჩი გაიმართა, რომელთაგანაც გამორჩეული, რა თქმა უნდა, სენ დენიში გამართული შეხვედრაა, სადაც საფრანგეთი ინგლისს დაუპირისპირდა.

მელბურნის "კრიკეტ გრაუნდზე" დამტკიცდა, რომ ავსტრალიას კრიკეტის თამაში უკეთ გამოსდის, ვიდრე ფეხბურთის - ბრაზილიის ნაკრებისგან ოთხი უპასუხო გოლი გაუშვა. დიეგო სოუზამ პირველ და უკანასკნელ წუთებზე გაიტანა - ანგარიში მან მე-11 წამზე გახსნა. სოუზას გოლებს შორის იყო ტიაგო სილვასა და ტაისონის გოლები მეორე ტაიმში.

ტიტეს გუნდი გადახალისებული შემადგენლობით იყო - დიეგო სოუზა, რომელიც "რესიფეს" ფეხბურთელია, მხოლოდ მე-6 მატჩს თამაშობდა ნაკრებში და მან
ეროვნულ გუნდში სადებიუტო გოლები გაიტანა (არდა, 31 წლისაა). სადებიუტო იყო გოლი ნაკრებში ტაისონისთვისაც.

***
სინგაპურში ქორწილის გამო ნაკრებიდან წასული ლეო მესის გარეშე მოთამაშე არგენტინამ 6 უპასუხო გოლი გაუტანა მასპინძელთა სუსტ გუნდს. ხორხე სამპაოლის ბიჭებმა მეტოქის რბევა ფედერიკო ფასიოს გოლით დაიწყეს. პირველ ტაიმში ხოაკინ კორეამაც გამოიჩინა თავი. მეორე ტაიმში ალეხანდრო გომესმა და ლეანდრო პარედესმა გაიტანეს, კომპენსირებულ წუთებში კი - ლუკას ალარიომ და ანხელ დი მარიამ. ასე რომ, სამპაოლის დებიუტი შედგა - ბრაზილიასთან მინიმალური გამარჯვება და 6:0 სინგაპურთან.

***
მადრიდის გარეუბანში, ხეტაფეს "კოლისეუმზე" კოლუმბიის ნაკრებმა კამერუნი 4:0 გაანადგურა. ამ შეხვედრაში ანგარიში ხამეს როდრიგესმა გახსნა, შემდეგ ერი მინამ დუბლი შეასრულა, აფრიკელთა განადგურებას კი წერტილი ხოსე ისკიერდომ დაუსვა. რობერტ ტამბეს გაძევების გამო, კამერუნმა თითქმის მთელი მეორე ტაიმი 10 კაცის ამარა ითამაშა. შეგახსენებთ, რომ კამერუნის ნაკრები კონფედარაციათა თასის მონაწილეა.

***
"კლუჟ არენაზე" რუმინეთის ნაკრები კონფედერაციათა თასის მონაწილე ჩილესთან 0:2-ს აგებდა, როცა სამხრეთამერიკელები გარი მედელმა დააღალატა და გუნდი 10 კაცის ამარა დატოვა, ამის მერე რუმინელებს "ქამბექი" გამოუვიდათ და 3:2 იმარჯვეს.

***
პარიზში სტუმრები ახალგამომცხვარმა კაპიტანმა ჰარი კეინმა დააწინაურა, მაგრამ მალე ფრანგები მცველების, უმტიტისა და სიდიბეს გოლებით წინ გავიდნენ. 48-ე წუთისთვის რაფაელ ვარანმა საჯარიმოში დელე ალი მოცელა. არბიტრმა ეპიზოდის გარჩევა ვიდეორეფერის მიანდო, რომელიც ფრანგი მცველის მიმართ მკაცრი აღმოჩნდა - პენალტი და პირდაპირ წითელი ბარათი "რეალის" ფეხბურთელს. კეინმა ანგარიში გაათანაბრა, თუმცა ფრანგები რიცხობრივ უმცირესობაში დაწინაურდნენ, გოლი ახალგაზრდა უსმან დემბელემ გაიტანა - 3:2.

ავსტრალია-ბრაზილია 0:4
გოლები: 0:1 დ. სოუზა (1), 0:2 ტ. სილვა (62), 0:3 ტაისონი (75), 0:4 დ. სოუზა (93)
ბრაზილია (4-1-4-1): დ. ალვეში - რაფინია, ტ. სილვა (78. ჟემერსონი), დ. ლუიზი (73. ფერნანდინიო), ალექს სანდრო - კაიო - კოუტინიო (71. ვილიანი), პაულინიო (83. აუგუსტო), ჟულიანო (78. როდრიგინიო), დ. კოშტა (58. ტაისონი) - დ. სოუზა

სინგაპური-არგენტინა 0:6
გოლები: 0:1 ფასიო (25), 0:2 ხ. კორეა (31), 0:3 ა. გომესი (60), 0:4 პარედესი (74), 0:5 ალარიო (90), 0:6 დი მარია (93)
არგენტინა (3-2-4-1): გუზმანი - სალვიო, აკუნია, ფასიო - ბილია (46. ბანეგა), მამანა - დიბალა, ლანსინი (60. პარედესი), ხ. კორეა (46. ალარიო), ა. გომესი (70. ი. ფერნანდესი) - დი მარია

ნორვეგია-შვედეთი 1:1
გოლები: 1:0 ელიუნუსი (44), 1:1 არმენტეროსი (81)

რუმინეთი-ჩილე 3:2
გოლები: 0:1 ე. ვარგასი (8), 0:2 ვალენსია როსელი (18), 1:2 სტანკუ (31), 2:2 სტანჩუ (60), 3:2 ბალუტა (83)
გაძევება: მედელი (33. ჩილე)

კამერუნი-კოლუმბია 0:4
გოლები: 0:1 ხ. როდრიგესი (16), 0:2 მინა (30), 0:3 მინა (52), 0:4 ისკიერდო (85)
გაძევება: ტამბე (47. კამერუნი)

საფრანგეთი-ინგლისი 3:2
გოლები: 0:1 კეინი (9), 1:1 უმტიტი (22), 2:1 სიდიბე (43), 2:2 კეინი (48-პენ), 3:2 უ. დემბელე (78)
საფრანგეთი (4-4-2): ლორისი - სიდიბე (89. ჟალე), ვარანი, უმტიტი, მენდი (21. დინი) - უ. დემბელე, კანტე, პოგბა, ლემარი - ჟირუ (52. კოსიელნი), მბაპე
ინგლისი (3-4-3): ჰიტონი (46. ბატლენდი) - ჯონსი (81. კრესველი), სტოუნსი, კეჰილი - ტრიპიერი (76. ლალანა), დაიერი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი, ბერტრანი (46. უოკერი) - სტერლინგი, კეინი, ალი
გაძევება: ვარანი (47)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
არგენტინამ უნდა თქვას ნაკრები მყავსო სინგაპურს რამ ათამაშა ბარემ სენტ კიტსის და ნევისისტვის მოეგო
geno
13:12 14-06-2017
0

სიახლეები პოპულარული