მალრაინი "მანჩესტერის" სკოლის აღზრდილია, თუმცა "წითელი ეშმაკების" პირველ გუნდში მას მხოლოდ 1 თამაში აქვს ჩატარებული. კარიერის უდიდესი ნაწილი მან "ნორვიჩში" გაატარა. ასევე ითამაშა "კარდიფში", "ლეიტონ ორიენტსა" და "კინგს ლინში".
ფილიპი ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების წევრიც იყო. 1997-2007 წლებში, ეროვნული გუნდის მაისურით მან 27-ჯერ ითამაშა და 3 გოლი გაიტანა.
მალრაინმა საფეხბურთო კარიერა 2008 წელს, 31 წლის ასაკში დაასრულა, ერთი წლის შემდეგ კი ის თეოლოგიით დაინტერესდა. თავდაპირველად ბელფასტის უნივერსიტეტში ჩააბარა, შემდეგ კი სწავლა რომში განაგრძო.