მოედანზე მოსეირნე ძროხა და შეწყვეტილი თამაში ბულგარეთში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რა ცხოველი არ უნახავს გულშემატკივარს საფეხბურთო მოედანზე - თაგვი, კატა, ძაღლი, ჩამოვარდნილი სხვადასხვა ფრინველი... მაგრამ ძროხა?

ბულგარეთში, პლოვდივის "ბოტევსა" და კვიპროსული აელ-ის ამხანაგური თამაში უცნაური მიზეზით შეწყდა - მოედანზე ძროხამ შემოისეირნა.

არადა, აელ-ის შემადგენლობიდან მოედანზე ორი ისეთი ფეხბურთელი (მიკელ არუაბარენა და დანი ბენიტესი) იყო, რომლებსაც ესპანურ პრიმერაში თამაშის გამოცდილება აქვთ. წარმოიდგინეთ - მესის, რაულის, რონალდინიოს წინააღმდეგ რომ გითამაშია და უცებ მოედანზე ძროხასთან ერთად აღმოჩნდები.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული