FIFA-ს სკანდალში გახვეული ჩაკ ბლეიზერი გარდაიცვალა

AutoSharing Option
FIFA-ს კორუფციული სკანდალის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე ჩაკ ბლეიზერი 72 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ბლეიზერი FIFA-ს აღმასრულებელი კომიტეტის წევრი იყო. მან თანამდებობა 2013 წელს, მას შემდეგ დატოვა, რაც CONCACAF-ში მისი მუშაობის დროს არსებული ფინანსური დარღვევები გამოავლინეს.

FIFA-ს სკანდალის დროს, ბლეიზერმა გამოძიებასთან თანამშრომლობა გადაწყვიტა. მან აღიარა, რომ მსოფლიოს 1998 და 2010 წლების ჩემპიონატების მასპინძლის შერჩევის დროს, FIFA-ს აღმასრულებელი კომიტეტის წევრები ქრთამს იღებდნენ.

2015 წელს FIFA-მ ბლეიზერს საფეხბურთო საქმიანობა სამუდამოდ აუკრძალა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული