ის ვერასოდეს შეძლებს ფიქრს, ლაპარაკსა და ჭამას... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
8 ივლისს, "აიაქსისა" და "ვერდერის" ამხანაგურ მატჩისას ჰოლანდიური კლუბის ნახევარმცველი აბდელჰაკ ნური მოულოდნელად მოცელილივით დაეცა. 20 წლის ფეხბურთელი სასწრაფოდ ვერტმფრენით გადააფრინეს უახლოეს კლინიკაში. მაშინ ეგონათ, რომ დავარდნის მიზეზი გულის არითმია იყო.

მეორე დღეს მედია სასიხარულო ამბებს ავრცელებდა, რომ ნურის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებოდა.

11 ივლისის დასკვნით, 20 წლის ფეხბურთელს გულს პრობლემა არ ჰქონია. ითქვა, რომ ის ხელოვნულ კომაშია. მისი ტვინის ფუნქციონირებას კი მას მერე შეამოწმებდნენ, რაც ნურის გონება დაუბრუნდებოდა...

ცუდს, თითქოს, აღარ ელოდნენ, მაგრამ...

ექიმებმა მისი კომიდან ნელ–ნელა გამოყვანა დაგეგმეს,
მაგრამ აღმოჩნდა, რომ მის ტვინს ისეთი დაზიანება აქვს, რომლის აღდგენაც უკვე შეუძლებელია.

ნური კომიდან რომც გამოვიდეს, მას არ შეეძლება ფიქრი, ხალხის ცნობა, ჭამა, ლაპარაკი. აღარაფერს ვამბობთ გადაადგილებაზე.

"ეს ყველაზე ცუდი ამბავია, რაც შეგვეძლო გაგვეგო, - განაცხადა ედვინ ვან დერ სარმა. - ის ასეთი ნიჭიერი და კეთილი ბიჭია. ნამდვილი სპორტსმენი, რომელმაც უკვე ბევრჯერ მოხიბლა "აიაქსის" ფანები".

ჰაკიმ ზიეხი, რომელიც მისი კონკურენტი იყო სასტარტო შემადგენლობაში მოსახვედრად, გაოგნებულია, ისინი ერთმანეთის ახლო მეგობრები არიან და ერთ ოთახში ცხოვრობენ ბაზაზე: "ის ჩემი უმცროსი ძმაა".

მაროკოული წარმოშობის ჰოლანდიელი აბდელჰაკ ნური 2015 წელს გადაიყვანეს "აიაქსის" პირველ გუნდში. მან სულ 9 მატჩი ჩაატარა პირველი გუნდის შემადგენლობაში...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ძალიან ვწუხვარ.ღმერთმა გამოხედოს.
მაგრამ არ შემიძლია არ ვთქვა,რომ რაც წინ მიდის ფეხბურთი და ვითარდება,ეს რა თქმა უნდა ფეხბურთელების ენერგიის ხარჯზე ხდება,მით უფრო მატულობს ასეთი შემთხვევები.ადამიანი არ შეიძლება იყოს ამომწურავი ენერგიის.ძალიან მოიმატა ფიიკურმა დატვირთვებმა.
ეს დასაფიქრებელია.
ზაზა
14:40 14-07-2017
0
არც ფეხბურთი ღირს სიცოცხლის ფასად
ირაკლი
15:29 14-07-2017
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული