ფათიჰ თერიმმა, რომელიც თურქეთის ნაკრებს 2013 წლიდან ედგა სათავეში, დაკავებული თანამდებობა დატოვა.
ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ თამამშრომლობის შეწყვეტა ფეხბურთთან კავშირში არ მყოფმა მიზეზებმა გამოიწვია. საქმე ისაა, რომ ორი კვირის წინათ, თერიმმა თურქეთის ერთ-ერთ საკურორტო ქალაქში იჩხუბა.
მუნდიალის საკვალიფიკაციო ციკლში თურქეთის ნაკრებმა 3 მატჩში მოიგო, 2 ფრედ ითამაშა და 1 წააგო. ექვსი ტურის შემდეგ თურქები I ჯგუფში მესამე ადგილზე არიან. შეგახსენებთ, რომ არცთუ დიდი ხნის წინათ, თერიმი არდა თურანის ნაკრებიდან გაგდების ერთ-ერთი მოთავე იყო.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
13:37 27-07-2017
ფათიჰ თერიმი თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი აღარაა
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული