ბელგიის ნაკრებს ყველა ვარსკვლავი მწყობრში ჰყავს

AutoSharing Option
ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ნაკრებს ოქტომბერში ორი რთული მატჩი ელის.

ბელგიელები 12 ოქტომბერს ბელგრადში სერბეთის ეროვნულ გუნდს შეხვდებიან, 16 ოქტომბერს კი შოტლანდიას უმასპინძლებენ. ბენილუქსელთა მთავარმა მწვრთნელმა მარკ ვილმოტსმა შეკრებაზე 24 ფეხბურთელს უხმო. აი, ისინიც:

მეკარეები: ტიბო კურტუა (ატლეტიკო), სიმონ მინოლე (სანდერლენდი), ჟან-ფრანსუა ჟილე (ტორინო).
მცველები: ტობი ალდერვეირელდი (აიაქსი), ლორან სიმანი (სტანდარდი), გიომ ჟილე (ანდერლეხტი), ვენსან კომპანი (მანჩესტერ სიტი), ნიკოლას ლომბერტსი (ზენიტი), დანიელ ვან ბუიტენი (ბაიერნი), ტომას ვერმაელენი (არსენალი), იან ვერტონგენი (ტოტენჰემი).
ნახევარმცველები: ნასერ შადლი (ტვენტე), სტივენ დეფური (პორტუ), მუსა დემბელე
(ტოტენჰემი), მარუან ფელაინი (ევერტონი), ტიმი სიმონსი (ნიურნბერგი), აქსელ ვიტსელი (ზენიტი), კევინ დე ბრუინი (ვერდერი), ედენ აზარი (ჩელსი).
თავდამსხმელები: კრისტიან ბენტეკე (ასტონ ვილა), რომელუ ლუკაკუ (ვესტ ბრომვიჩი), დრის მერტენსი (პსვ ეინდჰოვენი), კევინ მირალიასი (ევერტონი), იელე ვოსენი (გენკი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული