"შახტარის" ლიდერებზე დიდი მოთხოვნაა

AutoSharing Option
დონეცკის "შახტარის" მთავარმა მწვრთნელმა მირჩა ლუჩესკუმ პრესასთან საუბარში განაცხადა, რომ გუნდს არ სურს ვილიანის გაყიდვა, მაგრამ თუ რომელიმე გუნდი კონტრაქტით გათვალისწინებულ გამოსასყიდ თანხას (35 მილიონი ევრო) გადაიხდის, მაშინ უკრაინელები უძლურნი იქნებიან.

ლუჩესკუ: "თუ მასიმო მორატი ვილიანის შესახებ მკითხავს, ვუპასუხებ, რომ "შახტარს" ევროპაში წარმატების მიღწევა სურს და საუკეთესო ფეხბურთელების გაყიდვას არ აპირებს, თუმცა, მიუხედავად ამისა, არსებობს კონტრაქტის ის პუნქტი, რის მიხედვითაც ვილიანს გუნდიდან წასვლა 35 მილიონ ევროდ შეუძლია".

24 წლის ბრაზილიელის მიმართ ინტერესს "ჩელსი" და "მანჩესტერ სიტი" გამოთქვამენ.

ისევ ლუჩესკუ: "ჩელსიმ"
ოსკარში 31 მილიონი გადაიხადა. ოსკარს და ვილიანს შორის ის სხვაობაა, რომ ვილიანი გაცილებით გამოცდილი და ჩამოყალიბებული ფეხბურთელია. მათ ზაფხულში 20 მილიონი შემოგვთავაზეს, რაზეც უარი მიიღეს და შემდეგ 30 მილიონად ედენ აზარი იყიდეს".

ვილიანის გარდა, ინგლისური კლუბები "შახტარის" ფორვარდით, ლუის ადრიანოთი არიან დაინტერესებულნი.

პრესაში გავრცელებული ცნობის თანახმად, 25 წლის ფორვარდის შეძენა ლონდონის "არსენალს", "ტოტენჰემს" და "ლივერპულს" სურთ.

"დეილი მეილის" ცნობით, "შახტარმა" ბრაზილიელი თავდამსხმელი "არსენალს" ზაფხულში თავად შესთავაზა, მაგრამ ლონდონელებმა ოლივიე ჟირუს შეძენა არჩიეს.

მიუხედავად იმისა, რომ არც ადრიანოს, არც ვილიანს და არც ფერნანდინიოს ბრაზილიის ნაკრებში საკმარისი რაოდენობის მატჩები ჩატარებული არ აქვთ, გაზეთის აზრით, მათთვის მუშაობის უფლების მიღება პრობლემა არ იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული