ინციდენტიდან რამდენიმე საათის შემდეგ რიჩარდ ნიუვენჰუიზენმა თავი ცუდად იგრძნო და გონება დაკარგა, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში მოხვდა, სადაც გარდაიცვალა კიდევაც.
სამივე ფეხბურთელი დაკავებულია და ისინი ხუთშაბათს სასამართლოს წინაშე წარსდგებიან. ეჭვმიტანილებს არაწინასწარგანზრახულ მკვლელობაში, ძალადობასა და თავდასხმაში ადანაშაულებენ.
"ყველაზე ტრაგიკული და სამარცხვინო
"ამ ყველაფრის დაჯერება შეუძლებელია. ეს 15 და 16 წლის ბავშვები ფეხბურთს თამაშობენ, შენ მათ საყურებლად მოდიხარ და ასეთ რამეს ხედავ", - განაცხადა "ბუიტენბოისის" თავმჯდომარე მარსელ ოოსტმა.
ფიფას პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა მომხდარ ფაქტს შოკისმომგვრელი უწოდა და გარდაცვლილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.
"მსურს გამოვხატო ჩემი მხარდაჭერა და თანაგრძნობა დაღუპული თანამსაჯის, რიჩარდ ნიუვენჰუიზენის ოჯახის წევრების მიმართ.
გავრცელებული ინფორმაცია ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო. ფეხბურთი საზოგადოების ანარეკლია და სამწუხაროდ, აქ თავს იჩენენ ის უარყოფითი მოვლენები, რასაც ადგილი ყოველდღიურ ცხოვრებაში აქვს. ამ შემთხვევაში ასეთი რამ ძალადობა გახლავთ.
მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ, რომ ფეხბურთს, ისეთი სამაგალითო ადამიანების დახმარებით, როგორც იყო ბატონი ნიუვენჰუიზენი, სიკეთის გავრცელება და ყველასთვის დადებითი მაგალითის მიცემა შეუძლია" - განაცხადა ზეპ ბლატერმა.
ჰოლანდიის სპორტის მინისტრმა ედიტ შიპერსმა განაცხადა: "საშინელებაა, როდესაც ასეთ საზარელ ფაქტებს ადგილი ჰოლანდიურ სპორტში აქვს".
ნიუვენჰუიზენის გარდაცვალების გამო ჰოლანდიაში ყველა სამოყვარულო შეხვედრა გადაიდო, ხოლო პროფესიონალების მატჩები წუთიერი დუმილით დაიწყება.
Video
ახალგაზრდა ფეხბურთელებმა არბიტრი მოკლეს
ახალგაზრდა ფეხბურთელებმა არბიტრი მოკლეს
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"