უეფა დსთ-ის ჩემპიონატის შექმნის იდეის განსახილველად მზადაა

AutoSharing Option
ევროპის საფეხბურთო ასოციაციების კავშირი (უეფა) ჯერჯერობით არ განიხილავს ფეხბურთში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა კავშირის ჩემპიონატის ორგანიზების იდეას, თუმცა მზადაა დიალოგისთვის, თუკი ასეთი წინადადება იქნება.

"ჩვენ ეს საკითხი ჯერ არ განგვიხილავს, თუმცა ღია ვართ მსგავს თემებზე სასაუბროდ", - უპასუხა უეფას გენერალურმა მდივანმა ჯანი ინფანტინომ ჟურნალისტებს, რომლებმაც ამის თაობაზე ჰკითხეს.

ინფანტინომ დასძინა, რომ ასეთ საკითხებში სირთულეს, როგორც წესი, ევროთასებზე მონაწილეობისთვის კვოტების თემა ქმნის.

დსთ-ის წევრთა გაერთიანებული ჩემპიონატის შექმნის იდეა "გაზპრომის" ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა ნოემბრის ბოლოს გაახმიანა. მას მხარი რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი ივანოვმა,
რომელიც დარწმუნებულია, რომ ახალი საფეხბურთო ლიგა ძლიერი და სანახაობრივი ტურნირი იქნება.

იდეა მოიწონა და მხარდაჭერა ოფიციალურად დაუდასტურა სომხეთის ფეხბურთის ფედერაციამ.

ასევე იხილეთ:
სომხეთის ფეხბურთის ფედერაცია დსთ-ის ერთიანი ჩემპიონატის შექმნას მიესალმება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული