მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი: კორინთიანსი "ფინალშია"

AutoSharing Option
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის პირველ ნახერფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს აფრიკის ერთ-ერთი გრანდი, ეგვიპტური "ალ აჰლი" და ლიბერტადორესის თასის გამარჯვებული "კორინთიანსი" დაუპირისპირდნენ.

მატჩის წინ ბრაზილიელი ფეხბურთელები "მაზემბეს" იხსენებდნენ და მსგავსი ისტორიის გამეორებას გამორიცხავდნენ. შეგახსენებთ, რომ კონგოს წარმომადგენელმა 2010 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალში "ინტერნასიონალს" მოუგო და შემდეგ ფინალში "ინტერთან" დამარცხდა.

ტიტეს შეგირდებმა დანაპირები აასრულეს და ფინალის საგზური ხოსე პაულო გერეროს ერთადერთი გოლის წყალობით მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ პერუელის დარტყმა მთელი მატჩის განმავლობაში კარის მიმართულებით განხორციელებული ერთადერთი ზუსტი დარტყმა იყო.

შეხვედრა არ გამოდგა ისეთი, როგორიც მსოფლიოს ჩემპიონატის
1/2-ფინალი უნდა ყოფილიყო. მოსაწყენი პირველი ტაიმი 30-ე წუთზე გერეროს გოლმა გაახალისა, თუმცა ამის შემდეგ აღსანიშნავი არაფერი მომხდარა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ტრავმა მიიღო ეგვიპტელთა მეკარე შერიფ ეკრამიმ და მის ნაცვლად კარში მაჰმუდ ელ საუდი ჩადგა, თუმცა მას საქმე თითქმის არ ჰქონია, რადგან ბრაზილიელებმა მეტოქეს უპირატესობა განზრახ დაუთმეს და საკუთარი თამაში კონტრშეტევებზე გადააწყვეს.

აფრიკის მე-20 საუკუნის საუკეთესო გუნდი ბევრს ცდილობდა, უტევდა, მაგრამ გოლის გატანას ვერაფრით ახერხებდა.

55-ე წუთზე მოედანზე ეგვიპტური ფეხბურთის ლეგენდა მოჰამედ აბუტრიკაც გამოვიდა, ხოლო მოგვიანებით აფრიკელებმა შეტევა ემად მოტეაბით გააძლიერეს, მაგრამ საკუთარ გუნდს ვერც მათ უშველეს.

ეგვიპტელები ბევრს კი უტევდნენ, მაგრამ კარში ზუსტად დარტყმა ვერაფრით მოახერხეს. ასე კი გოლის გატანა შეუძლებელია.

საბოლოოდ 0:1 და "კორინთიანსი" ფინალში გავიდა, სადაც "მონტერეის" და "ჩელსის" შორის გამარჯვებულს შეხვდება, ხოლო ამ წყვილში დამარცხებული მესამე ადგილისთვის მატჩში "ალ აჰლის" დაუპირისპირდება.

მატჩი მე-5 ადგილისთვის
ულსანი-სანფრეჩე 2:3
გოლები: 1:0 მიზუმოტო (17-საკ. კარში), 1:1 იამაგიში (35), 1:2 სატო (56), 1:3 სატო (72), 2:3 ლი (90).

1/2-ფინალი
ალ აჰლი-კორინთიანსი 0:1
ალ აჰლი (4-4-1-1): ეკრამი (65. ელ საუდი) - ფათჰი, გომაა, ნაგუიბი, შედიდი - ელ საიდი (55. აბუტრიკა), აშური, ჰიშამი, სოლიმანი - გედო (80. მოტეაბი) - ჰამდი.
კორინთიანსი (4-2-2-2): კასიო - ალესანდრო, პაულო ანდრე, ჩიკაო, ფაბიო სანტოსი - რალფი, პაულინიო - დუგლასი (80. ჟორჟე ენრიკე), დანილო - ემერსონ შეიკი (75. რომარინიო), გერერო (92. გილერმე ანდრადე).
გოლი: 0:1 გერერო (30).
კარში დარტყმა: 1-3 (0-1); თამაშგარე: 1-0; კუთხური: 1-2; ჯარიმა: 7-6; ბურთის ფლობა: 41-59.

მონტერეი-ჩელსი 13 დეკემბერი, 14:30
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული