“აიაჩომ” მწვრთნელი გააგდო

AutoSharing Option
ბოლო ტურში "ტრუასთან" განცდილი მარცხის შემდეგ (3:2) "აიაჩოს" ხელმძღვანელებმა ალექს დუპონის გათავისუფლება გადაწყვიტეს.

კორსიკულმა კლუბმა ბოლო 6 ტურში მხოლოდ 5 ქულა დააგროვა, ჩემპიონატის ერთ-ერთ აუტსაიდერთან კი უიმედოდ დამარცხდა ("აიაჩომ" ორივე გოლი არბიტრის მიერ დამატებულ წუთებზე გაიტანა). 18 ტურის შემდეგ კორსიკელებს 19 ქულა აქვთ და გასავარდნ ზონაში მყოფ "სოშოს" მხოლოდ 3 ქულით უსწრებენ.

58 წლის დუპონი "აიაჩოში" ამ სეზონის დაწყების წინ მივიდა, იქამდე კი სამი წლის განმავლობაში "ბრესტს" ავარჯიშებდა, რომელსაც 2010 წელს ლიგა 1-ის საგზური მოაპოვებინა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული