კორსიკულმა კლუბმა ბოლო 6 ტურში მხოლოდ 5 ქულა დააგროვა, ჩემპიონატის ერთ-ერთ აუტსაიდერთან კი უიმედოდ დამარცხდა ("აიაჩომ" ორივე გოლი არბიტრის მიერ დამატებულ წუთებზე გაიტანა). 18 ტურის შემდეგ კორსიკელებს 19 ქულა აქვთ და გასავარდნ ზონაში მყოფ "სოშოს" მხოლოდ 3 ქულით უსწრებენ.
58 წლის დუპონი "აიაჩოში" ამ სეზონის დაწყების წინ მივიდა, იქამდე კი სამი წლის განმავლობაში "ბრესტს" ავარჯიშებდა, რომელსაც 2010 წელს ლიგა 1-ის საგზური მოაპოვებინა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"