როგორც ხედავთ, პრესის წარმომადგენელთა მოსაზრება გამართლდა. 37 წლის ფეხბურთელი, რომელიც ბოლოს "ვასკო და გამაში" თამაშობდა, 2013 წლიდან ტიერი ანრის, ტიმ კეჰილის და ტეემუ ტაინიოს თანაგუნდელი იქნება.
"ჟუნინიო მსოფლიო დონის ფეხბურთელია, რომელიც უდიდეს დახმარებას გაგვიწევს, როგორც საფეხბურთო მოედანზე, ასევე მის მიღმა. მე და ჩვენი გლობალური სპორტული დირექტორი ჟერარ ულიე, მას დიდი ხანია ვიცნობთ და
ჟუნინიოს ჟერარ ულიეს ხელმძღვანელობით "ლიონში" აქვს ნათამაშები, სადაც ბრაზილიელმა 8 წელი გაატარა გაატარა და 248 შეხვედრაში 75 გოლი გაიტანა. საფრანგეთიდან ბრაზილიელი ყატარის კლუბ "ალ გარაფაში" გადავიდა, საიდანაც 2011 წელს "ვასკო და გამას" მიაშურა.
"ფრანს ფუტბოლის" ცნობით, "რედ ბულსში" გადასვლას კიდევ ერთი ყოფილი "ლიონელი" პეგი ლუინდულა აპირებს.
33 წლის ფეხბურთელი, რომელმაც "პარი სენ ჟერმენის" რიგებში ლიგა 1-ში მხოლოდ 12 წუთი ითამაშა, საკუთარი ყოფით ძალიან უკმაყოფილოა. ჟურნალისტების ინფორმაციით, ლუინდულა იანვარში პარიზულ კლუბთან კონტრაქტს გაწყვეტს და "რედ ბულსთან" ორწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"