რონალდოს და ზიდანის მეგობრების საქველმოქმედო მატჩი [VIDEO]

AutoSharing Option
პორტუ ალეგრში რონალდოს და ზიდანის მეგობრების მატჩი გაიმართა.

ლეგენდარული ფეხბურთელები მსგავს საქველმოქმედო შეხვედრას ყოველ წელს, სხვადასხვა ქალაქში მართავენ.

ამჯერად "მატჩი სიღარიბის წინააღმდეგ" ბრაზილიაში, "გრემიოს" ახალ სტადიონზე გაიმართა.

ორივე გუნდის რიგებში უამრავი ვარსკვლავი ვიხილეთ. რონალდოს გუნდს სათავეში კარლოს ალბერო პარეირა ედგა, მოედანზე კი დანრლეი, დიდა, კაფუ, სერჟინიო, რევერი, ჟუნიორ ბაიანო, რობერტო კარლოსი, ვილიამი, ლუკას მოურა, ნეიმარი, ლეანდრო დამიაო, ჟუნინიო პაულისტა, ზინიო, ჯალმინია, ზიკო, როჟერი, დენილსონი, რომარიო, ბებეტო, ედმუნდო, კაკა ფერარი და პაულინიო გავიდნენ.

ზიდანის გუნდში, რომელსაც ლუიშ ფელიპე სკოლარი წვრთნიდა, თამაშობდნენ:
ვიტორ ბაია, დიეგო კავალიერი, ბელეტი, ემერსონი, ფერნანდო იერო, მიჩელ სალგადო, ფერნანდო კოუტუ, ხუან პაბლო სორინი, პაოლო მონტერო, კარლოს გამარა, ჰიდეტოში ნაკატა, დეკუ, სანტიაგო სოლარი, ფრედი ლიუნგბერგი, ხუან რომან რიკელმე, კრისტიან კარემბუ, ალექსი, პედრო პაულეტა, სებასტიან აბრეუ, მარიო ჟარდელი და ფუტსალის ლეგენდა ფალკაო.

მატჩი საბოლოოდ რონალდოს მეგობრების გამარჯვებით, 3:2 დასრულდა. ნეიმარის საგოლე პასის მერე ანგარიში ბებეტომ გახსნა და რონალდოს გუნდი დააწინაურა.

ამის შემდეგ ზიდანის მეგობრები გააქტიურდნენ - ანგარიში ფალკაომ გაათანაბრა, მოგვიანებით კი "ზიზუმ" ულამაზესი გოლი გაიტანა და წინ უკვე მისი გუნდი გავიდა.

საბოლოოდ, როგორც მოგახსენეთ, მატჩი უფრო ახალგაზრდებით დაკომპლექტებულმა რონალდოს გუნდმა მოიგო.

ჯერ რონალდოს ახლო მეგობარმა, თანამშრომელმა და მოწვეულ მოთამაშეთა შორის ყველაზე უცნობმა, კაკა ფერარიმ გაიტანა, ხოლო მოგვიანებით შეხვედრას წერტილი ლეანდრო დამიაომ დაუსვა.

VideoSportall.Ge
რონალდო - ზიდანი 3:2


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული