2012 წლის 12 მომენტი - წლის მიმოხილვა

AutoSharing Option
ფეხბურთის პოპულარობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, მისი ემოციური და დრამატული ნაწილია.

2012 წელი ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება და მოდი, ერთად გავიხსენოთ წლის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტები...

ზამბიას სევდიანი გამარჯვება
12 თებერვალი
წლის ერთ-ერთი მთავარი სენსაცია, აფრიკის ერთა თასზე ზამბიის გამარჯვება იყო. ის ფაქტი, რომ ზამბიელებმა ფინალში უპირობო ფავორიტი, კოტ დივუარი დაამარცხეს, ამ მოვლენას კიდევ უფრო მოულოდნელს ხდის, თუმცა ფინალური შეხვედრის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი შემდეგ გახლდათ: ეს იყო ზამბიის ნაკრების პირველი თამაში ლიბრევილში 1993 წლის ავიაკატასტროფის შემდეგ.

მაშინ, სენეგალისკენ მიმავალი ზამბიის ეროვნული გუნდის თვითმფრინავი,
გაბონის დედაქალაქში საწვავის დასამატებლად დაჯდა, აფრენიდან რამდენიმე წუთის შემდეგ კი ძრავის პრობლემების გამო, ატლანტიკის ოკეანეში ჩავარდა.

ამ ყველაფრის გამო, ზამბიის მიერ ლიბრევილში აფრიკის ერთა თასის მოგება, წლის ყველაზე ემოციურად დატვირთული გამარჯვება იყო. 

მუამბას სასწაული
17 თებერვალი
რამდენიმე დღის შემდეგ, ცრემლი სულ სხვა მიზეზით დაიღვარა. მილიონობით ადამიანი, პირდაპირ ეთერში ადავნებდა თვალს იმას, თუ როგორ იბრძოდა "უაით ჰართ ლეინის" მინდროზე ფაბრის მუამბა საკუთარი სიცოცხლისთვის (იხილეთ ვიდეო).

ძალიან მალე, ყველასთვის გასაგები გახდა, რომ კონგოში დაბადებულ "ბოლტონის" ნახევარმცველს გულის შეტევა მოუვიდა.

მიუხედავად იმისა, რომ მუამბას გული 78 წუთის განმავლობაში არ მუშაობდა, ფეხბურთელი არა მხოლოდ გადარჩა, არამედ სწრაფადაც გამოჯანმრთელდა და საკუთარი გამოცდილების შესახებ წიგნიც კი დაწერა.

ბოლო წამების დრამა
13 მაისი
ინგლისის ჩემპიონობისთვის ბრძოლა, სეზონის ბოლო მატჩის, ბოლო წუთამდე გაგრძელდა. მეტიც, "ქუინზ პარკ რეინჯერსთან" შეხვედრაში, არბიტრის მიერ დამატებული წუთები მიდიოდა, სანდერლენდში კონკურენტი "იუნაიტედის" თამაში კი უკვე დასრულებული იყო, როდესაც სერხიო აგუერომ გაიტანა გოლი, რომელმაც "მანჩესტერ სიტის" ბოლო 44 წლის განმავლობაში პირველი საჩემპიონო ტიტული მოუტანა.

VideoSportall.Ge
მანჩესტერ სიტი - ქპრ 3:2


დროგბას ფინალური აკორდი
19 მაისი
ადგილი "ჩელსის" ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელებს შორის, დიდიე დროგბას ჩემპიონთა ლიგის ფინალამდეც გარანტირებული ჰქონდა.

სწორედ კოტდივუარელმა გაათანაბრა ფინალურ შეხვედრაში ანგარიში, პენალტების სერიაში კი, გამარჯვების მომტანი 11-მეტრიანი გაიტანა და "ჩელსის" ისტორიაში პირველი ჩემპიონთა თასი, ამ გუნდის მაისურში, ბურთთან უკანასკნელი შეხებით მოაგებინა.

VideoSportall.Ge
ბაიერნი - ჩელსი 1:1 (პენ.3:4)


მოულოდნელი გამარჯვებული
10 ივნისი
2012 წლამდე, ოკეანეთის ერთა თასი ავსტრალიის და ახალი ზელანდიის გარდა არავის მოეგო, მაგრამ წლევანდელ გათამაშებაში ნამდვილი სენსაცია მოხდა.

მოგეხსენებათ, ავსტრალია უკვე აზიის ფედერაციის ეგიდით ასპარეზობს, ახალმა ზელანდიამ კი შესარჩევი ეტაპი ვერ გადალახა.

ტურნირის ფინალში ერთმანეთს ტაიტის და ახალი კალედონიის გუნდები შეხვდნენ. გამარჯვება ტაიტის, სტივი ჩონგ ჰუს ერთადერთი გოლის წყალობით დარჩა და პოლინეზიელებმა 2013 წლის კონფედერაციის თასის საგზური მოიპოვეს.

რეინჯერსი ჩაიძირა
14 ივნისი
საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენდა ის, რომ გლაზგოს "რეინჯერსი" მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში იყო, თუმცა 140-წლიანი ისტორიის და სარეკორდო 54 საჩემპიონო ტიტულის მოგების შემდეგ, გუნდის ლიკვიდიაცია, ყველასთვის შოკისმომგვრელი ინფორმაცია აღმოჩნდა.

საბოლოოდ, თავიდან შექმნილი "რეინჯერსი" შოტლანდიის მესამე დივიზიონში (რიგით მეოთზე ლიგა) დაუშვეს, სადაც გუნდი ამჟამად 9-ქულიანი უპირატებოსით ლიდერობს.

პირლოს პანენკა
24 ივნისი
ევრო 2012-ის მეოთხედფინალში, იტალიის ნაკრები, რიკარდო მონტოლივოს გაფუჭებული 11-მეტრიანი შემდეგ, ინგლისთან პენალტების სერიაში 2:1-ს აგებდა, როდესაც ბურთთან ანდრეა პირლო მივიდა.

სწორედ მის მიერ, ანტონინ პანენკას სტილში შესრულებულმა პენალტმა შეიტანა გადრატეხა ამ სერიაში, რომელიც საბოლოოდ იტალიის გამარჯვებით (4:2) დასრულდა.

VideoSportall.Ge
ინგლისი - იტალია 0:0 (პენ.2:4)


ესპანეთის მორიგი ტრიუმფი
1 ივლისი
ესპანეთის ნაკრებს, მთელი ევროპის ჩემპიონატის განმავლობაში უამრავი კრიტიკოსი ჰყავდა.

"ფურია როხას" ფეხბურთელებმა, ამ ადამიანებს საკადრისი პასუხი ფინალში გასცეს, როდესაც იტალიის ნაკრები 4-ბურთიანი სხვაობით დაამარცხეს და ევროპის ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნეს. ესპანეთის ეროვნული გუნდი, გახდა პირველ ევროპული ნაკრები, რომელმაც ზედიზედ სამი დიდი ტურნირი მოიგო.

VideoSportall.Ge
ევრო 2012-ის ფინალი. ესპანეთი - იტალია 4:0


თრილერი ოცნებების თეატრში
6 აგვისტო
"ოლდ ტრაფორდს" ბევრი შესანიშნავი მატჩი ახსოვს, მაგრამ ცოტა თუ ყოფილა ისეთი დრამატული, როგორიც ა.შ.შ-ის და კანადის ქალთა ნაკრების შეხვედრა იყო.

ოლიმპიადის 1/2 ფინალში მაყურებელმა ყველაფერი იხილა, მათ შორის ალექს მორგანის მიერ დამატებული დროის ბოლო წამებზე გატანილი გოლი, რომელმაც გამარჯვება ა.შ.შ-ს მოუტანა (4:3).

იბრას ოთხი
14 ნოემბერი
სტოკჰოლმში, ახლად გახსნილმა "ფრენდს არენამ", საფეხბურთო შეხვედრას პირველად უმასპინძლა და მიუხედავად ამისა, საეჭვოა ამ სტადიონზე ოდესმე გაიბრწყინოს ვინმემ ისე, როგორც ამ დღეს ზლატან იბრაჰიმოვიჩმა.

იბრა გახდა პირველი ფეხბურთელი, ვინც ინგლისის ნაკრებს (915 შეხვედრაში) 4 გოლი გაუტანა, ხოლო მისი მეოთხე ბურთი, რომელიც შვედმა დაახლოებით 30 მეტრიდან "მაკრატელა" დარტყმით გაიტანა, არა მარტო დღის, არამედ წლის მშვენება გახლდათ.

VideoSportall.Ge
შვედეთი - ინგლისი 4:2


მესიმ გაასწრო მიულერს
9 დეკემბერი
"ჩემმა რეკორდმა 40 წელი გაძლო, ახლა კი ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა დაამხო, რასაც მას მთელი გულით ვულოცავ" - განაცხადა გერდ მიიულერმა, მას შემდეგ, რაც ლიონელ მესიმ 2012 წელს თავისი 85-ე და 86-ე გოლები გაიტანა.

VideoSportall.Ge
ლიონელ მესის 86 გოლი 2012 წელს


მიულერმა 1972 წელს 85 ბურთის გატანა შეძლო, მესიმ კი საბოლოოდ წელი 91 გოლით დაასრულა.

კორინთიანსმა მსოფლიო დაიპყრო
16 დეკემბერი
წლის ბოლო მნიშვნელოვანი ტიტული ბრაზილიურმა "კორინთიანსმა" მოიგო, რომელმაც მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში "ჩელსი" დაამარცხა. შეხვედრის ერთადერთი გოლი პერუელმა პაოლო გერერომ გაიტანა და ამ ტურნირზე ევროპელთა დომინაციას წერტილი დაუსვა.

VideoSportall.Ge
ჩელსი - კორინთიანსი 0:1


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული