იმავეს ნამდვილად ვერ ვიტყვით აფრიკულ ნაკრებებზე, რომლებსაც კარში დარტყმაზე დამატებითი ვარჯიში სჭირდებათ...
150 – გოლი პრემიერლიგაში – მაიკლ ოუენი გახდა მეშვიდე ფეხბურთელი, ვინც ასეთ ნიშნულს მიაღწია.
33 წლის ფორვარდმა საიუბილეო გოლი "სუონსის" კარში ბოლო წუთზე გაიტანა, მისმა გუნდმა კი 1:3 წააგო. ამ გოლით ოუენმა 18-თვიანი უგოლო სერია და ამავე დროს, "სტოკის" 282-წუთიანი მშრალი სერია დაასრულა.
სხვა ფეხბურთელები, ვინც პრემიერლიგაში 150 ან მეტი გოლი გაიტანეს, არიან: ალან შირერი (260 გოლი),
100 – გოლი სერია A-ში. ედინსონ კავანიმ მეასე გოლი იმ გუნდს გაუტანა, ვისთანაც, თავის დროზე, იტალიის ჩემპიონატში პირველი გოლი გაიტანა.
მაშინ "პალერმოში" მოთამაშე ურუგვაელს სერია "ა"-ში დებიუტი 2007 წლის მარტში, "ფიორენტინას" წინააღმდეგ ჰქონდა და მოედანზე გამოსვლიდან 16 წუთში კავანიმ სერია "ა"-ში პირველი გოლი გაიტანა.
ამ სეზონში 25 წლის ურუგვაელის ანგარიშზე უკვე 17 გოლია და ის სამი ბურთით უსწრებს ანტონიო დი ნატალეს და სტეფან ელ შაარავის.
ბოლო სამხრეთამერიკელი ფეხბურთელი, ვინც სერია A-ს ბომბარდირი გახდა, ერნან კრესპო იყო, რომელმაც "კაპოკანონიერის" წოდება 2000/01 წლების სეზონში მოიპოვა. ბოლო ნეაპოლელი კი დიეგო მარადონა იყო, ვინც იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო სნაიპერი 1987/88 წლების სეზონში გახდა.
55 – დარტყმა გახდა საჭირო იმისთვის, რომ აფრიკელ ფეხბურთელებს აფრიკის ერთა თასზე პირველი გოლი გაეტანათ.
სამხრეთ აფრიკა-კაბო ვერდეს და ანგოლა-მაროკოს მატჩები უგოლოდ დასრულდა - ამ ორ შეხვედრაში ფეხურთელებმა ჯამში 34 დარტყმა განახორციელეს. პირველი გოლი მეორე დღეს, განა-კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეხვედრაში, ემანუელ აგიემანგ-ბადუმ გაიტანა – სანამ "უდინეზეს" ფეხბურთელი თავს გამოიჩენდა, ორივე გუნდის მოთამაშეებმა კარისკენ 21 დარტყმა შეასრულეს. ბადუს გოლის დროს ტურნირის დაწყებიდან 220 წუთი იყო გასული.
20 – უპასუხო გოლი მეტოქის კარში – ირანის პლაჟის ფეხბურთის ნაკრებმა აზიის ჩემპიონატზე ახალი რეკორდი დაამყარა და ფილიპინებს 20:0 მოუგო.
ტურნირის წინა რეკორდი 2006 წელს, იაპონიის და იმავე ფილიპინების შეხვედრაში დაფიქსირდა - მაშინ იაპონელებმა 16:0 მოიგეს. აღსანიშნავია, რომ ფილიპინების ნაკრებმა პირველი სამი წუთის განმავლობაში კარი მშრალად შეინახა (სულ მატჩი 36 წუთი გრძელდება) და პირველი პერიოდი (სულ სამია) მხოლოდ 0:3 წააგო.
4 – გოლი ერთ შეხვედრაში – ალესანდრო დელ პიეროს აქამდე პოკერი შესრულებული არ ჰქონდა. შაბათს მისმა "სიდნეიმ" "ველინგტონ ფინიქსს" 7:1 მოუგო, ლეგენდარულმა იტალიელმა კი მეტოქის კარში 4 ბურთი გაიტანა.
38 წლის დელ პიერო გახდა მეოთხე ფეხბურთელი, ვინც ავსტრალიის ჩემპიონატში პოკერი შეასრულა. აქამდე ერთ მატჩში ოთხი გოლი გატანილი არჩი ტომპსონს, შეიმ შმელტცს (ორჯერ) და ბესარტ ბერიშას ჰქონდათ.
ამ მოგების წყალობით, "სიდნეი", რომელიც გუნდში ფრენკ ფარინას მისვლამდე ჩემპიონატში ბოლო, მე-10 პოზიციას იკავებდა, მეშვიდე ადგილზე გადავიდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
კვირა ციფრებში: სიჩქარე, მედლები და უოლტერსის უიღბლობა