"შახტარმა" ველინგტონ ნემი წარადგინა

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ მოგახსენეთ, რომ ველინგტონ ნემი "შახტარში" გადადიოდა და აი, ტრანსფერიც ოფიციალურად გაფორმდა.

21 წლის ბრაზილიელმა დონეცკურ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, "ფლუმინენსემ" კი 9 მილიონი ევრო მიიღო.

ველინგტონ ნემი "შახტარის" მეცხრე ბრაზილიელი ფეხბურთელია.

მის გარდა აქ ირიცხებიან: ლუის ადრიანო, დუგლას კოშტა, მაიკონი, ალან პატრიკი, ტაისონი, ალექს ტეიშეირა, ისმაილი და ილსინიო. ამ ფეხბურთელების გარდა, უკრაინის ჩემპიონის ღირსებას კიდევ ერთი ბრაზილიელი, ხორვატიის ნაკრებში მოთამაშე ედუარდო იცავს.

"აქ ჩამოსვლით ძალიან ბედნიერი ვარ. "შახტარი" არის კლუბი, რომელიც ტიტულების მოგებას მიჩვეულია და გარდა ამისა,
აქ ბევრი ბრაზილიელია, რაც ადაპტაციაში დამეხმარება,"
- განაცხადა გარემარბმა.

ჟურნალისტების ცნობით, შესაძლოა "შახტარში" მეათე (ედუარდოს ჩათვლით მე-11) ბრაზილიელიც ვიხილოთ - დონეცკელები "გრემიოს" 21 წლის ნახევარმცველის, ფერნანდოს შეძენას აპირებენ და ამისთვის მათ 13 მილიონი ევრო აქვთ გამზადებული.

ასევე იხილეთ:
პასი ამერიკიდან
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული