ვისენტე დელ ბოსკე: მეკარის არჩევა მიჭირს

AutoSharing Option
16 ივნისს კონფედერაციათა თასის პირველი ტურის მატჩში ესპანეთის ნაკრები ურუგვაის შეხვდება.

როგორც ესპანელთა თავკაცმა ვისენტე დელ ბოსკემ განაცხადა, მისთვის რთულია სამ გოლკიპერს შორის ერთ-ერთის არჩევა:

"მხოლოდ თამაშის წინ მეცოდინება სასტარტო შემადგენლობა. მე რა თქმა უნდა, ჩემი იდეები მაქვს, მაგრამ გუნდში სამი ბრწყინვალე მეკარეა, მაგრამ არჩევა მათ შორის ძნელია", - განაცხადა დელ ბოსკემ.

ესპანელთა თავკაცმა მომავალი მეტოქეც შეაფასა:

"ჩვენ ახლა არ ვფიქრობთ ნახევარფინალზე და ფინალზე, ჩვენ მხოლოდ ურუგვაისთან მატჩზე ვართ კონცენტრირებულნი. მეტოქეს ძალიან კარგი გუნდი ჰყავს, რომელსაც უყვარს ბურთის მოპოვება. ხოლო
მათი მწვრთნელი ოსკარ ტაბარესი ნამდვილი ჯენტლმენია. ურუგვაელთა ნაკრებში 90% ლეგიონერებია, ასე რომ, მათ სხვადასხვა სტილი ბრწყინვალედ აქვთ შესისხლხორცებული"
.

ასევე იხილეთ:
კონფედერაციათა თასი: მექსიკელები ანდრეა პირლოს უფრთხიან
ბრაზილია-იაპონია 3:0 - ნეიმარი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელია [VIDEO]
იკერ კასილიასი სასტარტოდან ვისენტე დელ ბოსკემაც ამოაგდო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული