კონფედერაციათა თასი: მექსიკელები ანდრეა პირლოს უფრთხიან

AutoSharing Option
16 ივნისს კონფედერაციათა თასზე მექსიკის ნაკრები იტალიას დაუპირისპირდება. მექსიკელთა თავკაცი ხოსე მანუელ დე ლა ტორე მიიჩნევს, რომ იტალიის გუნდში ყველაზე სახიფათო 34 წლის ანდრეა პირლოა.

სხვათა შორის, პირლოსთვის ეს შეხვედრა საიუბილეო, მე-100 იქნება ეროვნული ნაკრების მაისურით.

"პირლო არის ის ფეხბურთელი, რომელიც ათამაშებს მთელ გუნდს. ის ძალიან მნიშვნელოვანი რგოლია იტალიის ნაკრებში. ასევე გამოვყოფდი მარიო ბალოტელის.

მეტოქე ძლიერია, მაგრამ ჩვენ აქ მოსაგებად ჩამოვედით და ერთი სული გვაქვს, როდის შევძლებთ "სკუადრა აძურას" შეჩერებას"
, - განაცხადა დე ლა ტორემ.

ასევე იხილეთ:
კონფედერაციის თასი. ბრაზილია
2013: მეცხრე და ყველაზე საინტერესო
ბრაზილია-იაპონია 3:0 - ნეიმარი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული