ჩეზარე პრანდელი: იმ გაშვებული ორი გოლის შემდეგ აღარ ვიცოდით, რა გვექნა

AutoSharing Option
19 ივნისს, ბრაზილიაში მიმდინარე კონფედერაციათა თასზე, ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში იტალიის ეროვნულმა გუნდმა იაპონიის ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 4:3 დაამარცხა.

ამ დრამატულ მატჩში გამარჯვებით "სკუადრა აძურამ" ტურნირის ნახევარფინალში გააღწია.

მატჩის დასრულების შემდეგ იტალიელთა მთავარმა მწვრთნელმა ჩეზარე პრანდელიმ აღნიშნა, რომ მის შეგირდებს ეს გამარჯვება დიდ ფასად დაუჯდათ.

"ჩვენ ორი გოლი მატჩის დასაწყისშივე გავუშვით და აღარ ვიცოდით, რა უნდა გვექნა.

შემდეგ ნელ-ნელა გონს მოვეგეთ და ავთამაშდით კიდეც, მაგრამ ბოლოს ანგარიშის შენარჩუნებაზე ვზრუნავდით, რადგან ძალა აღარა
ფრისთვის შეგვრჩა.

ასეთ დროს თავს კარგავ და ამიტომ
შესაძლებლობების ზღვარზე გიწევს კონცენტრაციის შენარჩუნება.

მომეწონა, რომ გუნდი შედეგის მისაღწევად უკან არაფერზე იხევდა. რაღაც ეპიზოდებში შეგვეძლო, დავმშვიდებულიყავით, მაგრამ ამის მაგივრად, ბრძოლას მაინც ვაგრძელებდით",
- აქვეყნებს პრანდელის ნათქვამს Football Italia.

ასევე იხილეთ:

იტალია-იაპონია 4:3 - "სკუადრა აძურამ" ნახევარფინალი მაინც გაინაღდა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული