ჩეზარე პრანდელი: ბრაზილიიდან გაქცევაზე სულაც არ ვფიქრობთ

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჩეზარე პრანდელიმ განაცხადა, რომ მისი გუნდი კონფედერაციათა თასის დატოვებას ბრაზილიაში შექმნილი არეულობების გამო არ აპირებს.

ქვეყანა საპროტესტო აქციებმა მოიცვა. მანიფესტანტთა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა მუნდიალისა და ოლიმპიადის მასპინძლობის სამზადისისთვის სახელმწიფოს მიერ გაწეული დიდი ხარჯებია.

დემონსტრანტები საპროტესტო აქციებს არ წყვეტენ და ბევრი შიშობს, რომ შესაძლოა ტურნირი ჩაიშალოს.

"ჩვენ არ ვფიქრობთ სამშობლოში ნაადრევად გამგზავრებაზე. თუმცა, გარკვეულწილად ვღელავთ - უსაფრთხოების მიზნით სასტუმროს დატოვება აგვიკრძალეს.

მშვიდობიანი დემონსტრაციები, რა თქმა უნდა, საჭიროა, მაგრამ ამჟამინდელი ვითარება გვაშფოთებს. თუმცა ჩვენს მენეჯერებს ტურნირიდან იტალიის ნაკრების
ნაადრევად წასვლის თაობაზე არაფერი უთქვამთ.

ბრაზილიის ნაკრებთან თამაშისთვის ვემზადებით და სულაც არ ვფიქრობთ ნახევარფინალში ესპანელებთან შესაძლო დაპირისპირებაზე",
- თქვა პრანდელიმ.

ასევე იხილეთ:
იტალია VS ბრაზილია - მსოფლიო ფეხბურთის კლასიკა
ჩეზარე პრანდელიმ მარიო ბალოტელის ბოდიში მოუხადა
არეულობა გრძელდება - კონფედერაციათა თასი ჩაშლის პირასაა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული