ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა კლუბის ხელმძღვანელობა გულშემატკივრებს ხვდებოდა.
როცა კანტერომ საუბარი დაიწყო, რომელიც გუნდის გასული სეზონის შედეგებს ეხებოდა, ფანებმა მას სკამები, წლის ბოთლები და სხვა საგნები დაუშინეს.
მომხდარის გამო პრეზიდენტს შეხვედრის ადგილის დატოვება მოუწია, რომელიც საკალათბურთო ცენტრში იმართებოდა.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში "ინდეპენდიენტე" ისტორიაში პირველად გავარდა არგენტინის უმაღლესი დივიზიონიდან.